მოურინიო "მილანის" სამიზნეს წასვლის ნებას აძლევს

image
"მილანი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აუცილებლად ეცდება და ბევრი სამიზნეც ჰყავს, ერთ-ერთი კი ლონდონის "ტოტენჰემიდანაა".

ჟოზე მოურინიომ ჯოვანი ლო ჩელსო აითვალწუნა, რომელიც "დეზებს" გასულ ზაფხულს არენდის წესით შეეუერთდა და "დედაქალაქელებს" სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.

ახალგაზრდა არგენტინელმა გასულ სეზონში "ბეტისის" მაისურით 16 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც პრემიერ ლიგაში გადაბარგდა. "პსჟ"-ს ყოფილ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ტრავმები აწუხებდა და ალბიონურ კლუბში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა.

ინგლისური ტაბლოიდების მტკიცებით, "ტოტენჰემი" ანდალუსიურ კლუბს იანვარშივე შეატყობინებს, რომ 23 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს და კონტრაქტს გაუწყვეტს.

ლო ჩელსო "მილანისათვის" ძვირია, თუმცა "როსონერის" ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომლითაც "ბეტისი" ინტერესდება და ლომბარდიულმა გრანდმა შესაძლოა ეს ფაქტორი გამოიყენოს. საუბარია სამუ კასტილეხოზე, რომელსაც "სან სიროზე" საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

gaga 3 დეკემბერი 2019 13:07
Kaia maraa amdeni avadmyofi motamashe rat gvinda raa davigale magati lodinit lazareti savseaaa tu male chadgeba formashi kide sheidzleba
Arigo 3 დეკემბერი 2019 02:28
ვა, რაღაც კარგი წავიკითხე....
თან იტალიური ფესვების მქონე არხენტინელია, ლეგიონერად და უცხოელად არც კი ჩავთვლი!
milanista17 3 დეკემბერი 2019 01:32
აუ მაგრა მევასება სელსო მაგარი იგროკია მაგრად გააძლიერებს ნახევარდაცვას

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image