იბრაჰიმოვიჩი პირველი სამიზნეა, თუმცა "მილანში" ხუთი ალტერნატიული ვარიანტები განიხილეს

image
თავდასხმის გასაძლიერებლად "მილანის" ნომერ პირველი სამზინე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, თუმცა "როსონერის" ხელმძღვანელები შვედის უარის შემთხვევაში ხუთ სხვა ვარიანტს განიხილავენ.

პირველი ოლივიე ჟირუა, რომელსაც "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. 33 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატების" რიგებში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს და გუნდის დატოვება იანვარშივე აქვს გადაწყვეტილი.

მეორე მარიო მანჯუკიჩია, რომელიც იანვარში "იუვენტუსს" აუცილებლად დატოვებს. ლომბარდიული გრანდის გარდა ხორვატი თავდამსხმელის გადაბირებით ინგლისური და ჩინური კლუბები ინტერესდებიან.

მესამე მარიანო დიასია, რომელსაც ზინედინ ზიდანი საერთოდ არ წყალობს და მიმდინარე სეზონში მწვანე მინდორზე თითქმის არ გამოჩენილა.

მეოთხე მოიზე კინია, რომლის შესახებაც ადრეც ბევრი დაიწერა. ახალგაზრდა იტალიელი "ევერტონში" კარგი თამაშით არ გამოირჩევა და "კანფეტები" მზად არიან იანვარში ის დათმონ.

ბოლო ალტერნატივა კი ლუკა იოვიჩია, რომელიც "რეალს" აშკარად ვერ მოერგო. "აინტრახტში" მან 75 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა, რითაც ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო. "მილანი" კი მისი არენდის აყვანის ვარიანტს განიხილავს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

JAO_MILAN 30 ნოემბერი 2019 13:10
მიტროვიჩი ითრიონ
Arigo 29 ნოემბერი 2019 15:16
პატო დააბრუნონ, ბარბარა ხომ მოშორდა სან-სიროს?! თუ გამოცდილი ფორვარდი გვინდა, თანაც ჩვენიანია
milanista17 საიტზეა
milanista17 29 ნოემბერი 2019 12:06
იოვიჩი და მარიანო შეილება თუ იბრა არ მოვა თუარადა მანძუკიჩი და გირუ არცერთი არ ჯობია იბრას 60 რო იყოს იბრა ამ ორს მაინც აჯობებს და მინდა რო მილანში მევიდეს და რო არ გჯერათ ბევრს აქ მისი ასაკიდან გამომდინარე მერე აზრს შეიცვლით 15 გოლს მინიმუმ შეაგდებს სეზონში
zurius 29 ნოემბერი 2019 01:25
Nebismieri ar gvawyens

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image