logo

ვინ იქნება მილანის შემდეგი მწვრთნელი?

ვინ იქნება მილანის შემდეგი მწვრთნელი?

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, "მილანი" ზაფხულისთვის მწვრთნელობის 5 კანდიდატს განიხილავს.

პირველი ვარიანტია მასიმილიანო ალეგრი. ალეგრის გუნდში მოსვლის შემთხვევაში, მასიმილიანო დიდ ინვესტიციებს მოითხოვს და გუნდის აშენება დიდწილად დახარჯული თანხების ზომაზე იქნება დამოკიდებული.

ალტერნატივაა იტალიური ფეხბურთის ვეტერანების, სიმონე ინძაგის ან ლუჩანო სპალეტის კანდიდატურის განხილვა, რომელიც ბოლოს მილანის "ინტერს" წვრთნიდა. "ლაციოს" ახლანდელი ფორმის გათვალისწინებით, სიმონე ინძაგის გადმობირება საკმაოდ რთული იქნება, მიუხედავად იმისა რომ გულშემატკივრებისთვის ალბათ ინძაგი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

კანდიდატის არჩევა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარებას გადაწყვეტს გუნდი.

კიდევ ერთი კანდიდატურა მარსელინოა, რომელიც "ვალენსიას" წვრთნიდა და ახლა გუნდის გარეშეა. თუმცა, მას სერია ა-ში გამოცდილება არ გააჩნია და ვალენსიაში საკმაოდ ცუდი ბოლო თვეები ჰქონდა.

მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ალეგრია, რადგან ის კლუბის ახლანდელ მმართველებს კარგად იცნობს და ერთი შეხედვით გუნდისთვის იდეალური კანდიდატი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამისთვის ალეგრიმ პრემიერ ლიგის გუნდებ სუნდა უთხრას უარი, რაც შანსებს 50/50-მდე ამცირებს, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობა მაინც ეს არის.

adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა!

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე!

7 თვის წინ
1368 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ