"იუვენტუსი" დონარუმას ირგვლივ შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს

"Sky Sports"-ისა და "Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" დონარუმას ირგვლივ შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს და ახალგაზრდა ვარსკვლავის გადაბირებას ეცდება.
20 წლის მეკარე ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კიპერად მიიჩნევა და "მილანთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები კი ნეგატიურად მიმდინარეობს.
მინო რაიოლა თავისი კლიენტისათვის ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც თავის მხრივ "როსონერის" არ აწყობს. დონარუმა მთავარ გუნდში 2015 წელს დაწინაურდა და მას შემდეგ ლომბარდიული გრანდის ღირსება 153 შეხვედრაში დაიცვა, საიდანაც 53-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 2