პიოლი: "იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მასზე საუბრის დრო არაა"

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "იუვენტუსთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ჩვენ საუკეთესო იტალიურ გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ შეხვედრა 0-0 იწყება და ყველაფერი მოსალოდნელია. 4 შეხვედრაში 4 ქულა აშკარად ცუდი შედეგია და "იუვენტუსთან" მატჩში გაცილებით უკეთესად თამაში გვმართებს, ვიდრე წინა შეხვედრაში."

"იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მასზე საუბრის დრო არაა. ზლატანზე სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ვისაუბროთ. სამ მცველიანი ტაქტიკა "ლაციოსთანაც" გამოვცადე და ეს ფორმაცია მეტი ვარიაციის საშუალებას გვაძლევს. ვნახოთ რა იქნება ხვალ."

"ტურინელთა საწყის ორ შეხვედრას ლაივში ვადევნე თვალი და დომინანტ ფეხბურთს არ თამაშობდნენ, თუმცა ამჟამად სარის ტაქტიკა გუნდში ადაპტირებულია. მიუხედავად ამისა, იდეალური გუნდი არ არსებობს და მინუსები ყველას აქვს."

"კონტი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მაგრამ მენტალურად გაძლიერება მართებს. "ლეჩესთან" კარგად თამაშობდა, მაგრამ პენალტის ეპიზოდის შემდეგ მოედანზე დაბნეული იყო. კონცენტრაცია 90 წუთის განმავლობაში არ უნდა დაკარგო, მით უმეტეს როცა მცველი ხარ."

"რთულია რონალდუს შეჩერებაზე ისაუბრო, მასში თავდამსხმელის ყველა კარგი თვისებაა გაერთიანებული. პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რა თქმა უნდა ვეცდებით რომ სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთ."
- განაცხადა პიოლიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image