ბენასერი: "იუვენტუსთან" შეხვედრა? ჩვენ "ლეჩე" არ ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ"

image
"მილანის" ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"კარიერის დასაწყისში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მცველების წინაა. "იუვენტუსთან" შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. "იუვე" "იუვეა", მაგრამ ჩვენც "მილანი" ვართ და არა "ლეჩე"."

"ფეხბურთში დეტალები უმნიშვნელოვანესია. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ და ამჟამინდელი ფორმის გამოსწორებას ვცდილობთ. მესმის, რომ "როსონერი" დიდებული ისტორიის გუნდია და გულშემატკივრები ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვენ."

"ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მიზანი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის სახით, ჩვენი მიზანია სეზონი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავამთავროთ. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელები? ინიესტა და ვერატი. იტალიელი ნახევარმცველი ჩემ პოზიციაზე თამაშობს და მის თამაშს აღფრთოვანებით ვუცქერ."
- განაცხადა ბენასერმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image