პიოლიმ კესის განაჩენი გამოუტანა

image
"მილანის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ფრანკ კესის გაყიდვას გეგმავს, მის შემცვლელად კი ორი კანდიდატურის შესახებ უკვე იწერება.

"Sport Mediaset"-ის ცნობით, "როსონერი" ივან რაკიტიჩისა და როდრიგო დე პაულის დამატებაზე ფიქრობს, რისთვისაც კესის ტრანსფერში მიღებულ თანხას გამოიყენებს.

ლომბარდიელები თავიანთი კოტ დ’ივუარელი შუახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, ფეხბურთელის შეძენით კი რამდენიმე ინგლისური კლუბი, მათ შორის "ვულვზი" ინტერესდება. "მგლებს" კესის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისასაც სურდათ.

რაც შეეხება რაკიტიჩისა და დე პაულის "სან სიროზე" შესაძლო გადასვლას, ხორვატის თამაშით მისივე თანამემამულე ზვონიმირ ბობანია აღფრთოვანებული. მილანელთა სპორტული დირექტორი ტრანსფერის მთავარი ინიციატორია და მოლაპარაკებებში აქტიურად ჩართვას აპირებს. თუმცა, რაკიტიჩს "ინტერიც" ეპატიჟება და მისი დაყოლიება იოლი საქმე არ იქნება.

დე პაულმა კი "უდინეზესთან" ახალი კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა. ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა გაწერილი, შესაბამისად, არგენტინელის მსურველ კლუბს სულ მცირე 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Oto
Oto 7 ნოემბერი 2019 17:13
კესის მემგონი პიოლი გაასწრებს
Arigo 7 ნოემბერი 2019 15:54
გამოცდილი და კლასნიო...
ვანიაზე კლასნი და გამოცდილი ვინ უნდა მოიყვანონ?!
ბარსაში ჩავის შემცვლელად მიიყვანეს მის დროზე ტიპი...
ნუ აღარაა ის ვანია, მაგრამ კლასი და გამოცდილება ხომ არსად წასულა?!
კლუბის გამოცვლა შეიძლება უფრო მოხდეს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image