უცნაური ამბავი: ჰონდამ კამბოჯის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა და "ვიტესის" ფეხბურთელი გახდა

image
მოსკოვის "ცსკა"-სა და "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ კამბოჯის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და არნემის "ვიტესის" ფეხბურთელი გახდა.

33 წლის იაპონელმა ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იქამდე ჰონდა ავსტრალიურ "მელბურნ სიტიში" თამაშობდა.

ჰონდას ნიდერლანდებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. მან 2008/09 წლების სეზონი "ვენლოში" გაატარა, სანამ "ცსკა"-ში გადავიდოდა. მოსკოვიდან იაპონელმა "მილანს" მიაშურა, იქიდან კი, ყველასთვის მოულოდნელად, მექსიკაში, "პაჩუკაში" გააგრძელა კარიერა.

ჰონდას ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 37 გოლი გაიტანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image