"სევილია" "მილანს" ბარტერს უმზადებს: "როსონერი" შეთავაზების მოლოდინშია

image
სუსოს მილანური მომავალი ნელნელა ბურუსით იმოსება. "Calciomercato.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ესპანელი გარემარბის დამატებას "სევილია" ეცდება.

სუსო "მილანს" 2014 წელს "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამჟამად მისი გამოსასყიდი თანხა 38 მილიონ ევროს შეადგენს. ანდალუსიელებს ამ თანხის გადახდა არ უნდათ, ამიტომ ალტერნატიული ვარიანტი მოძებნეს.

ზემოთ ხსენებული წყაროს მტკიცებით, "დალაქები" ლომბარდიულ გრანდს ფრანკო ვასკესს და დამატებით თანხას შესთავაზებენ. ამ უკანასკნელის გადაბირება "მილანს" მაშინ სურდა, როცა "პალერმოში" ასპარეზობდა, მაგრამ ვასკესმა კარიერის ესპანეთში გაგრძელება აირჩია.

მალდინი და ბობანი "სევილიას" შეთავაზების მოლოდინში არიან და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ანდალუსიელები ფრანკოსთან ერთად დამატებით თანხასაც დაასახელებენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

ვასკესიც ყლეა
kapana 6 ნოემბერი 2019 09:59
ამათ შიგ ხომ არ აქვთ ))) 38 ლიმონი დადონ და ჩვენ თვითონ ვიყიდოთ ვინც გვინდა )))
Oto
Oto 5 ნოემბერი 2019 22:56
რა ვასკესიო.ყველა მილანის დაგოიმებას როგორ ცდილობს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image