კაპელო: "მათ არ გააჩნიათ არანაირი ინდივიდუალურობა"

image
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ აპენინურ მედიასთან "როსონერის" ამჟამინდელ მდგომარეობა შეაფასა.

"მილანს" პრობლემები აქვს. შეგიძლიათ თქმა, რომ მათი ფეხბურთელების დონე მაღალია, მაგრამ მაინც შიშით თამაშობენ! პაკეტა - ნიჭიერია, მაგრამ ვერაფერს აჩვენებს. "ლაციოსთან" თამაშს რომ ვუყურებდი, ლეაო მანერვიულებდა. ის თამაშს იმ მომენტშიც არ უნდა ეთიშებოდეს, როდესაც მისი გუნდი ურთის გარეშე რჩება".

"ზოგადად პიოლის გუნდის წევრებს არანაირი ინდივიდუალურობა არ გააჩნიათ, ვერ აჩვენებენ იმ დონეს, რომელსაც უნდა აჩვენებდნენ მათში გადახდილი თანხის გამო. გუნდში ვერ ვხედავ ლიდერს, მეთაურს, რომელიც უბრალოდ კაპიტნის სამკლაურს კი არ გაიკეთებს, არამედ მწვრთნელის იდეებს ფეხბურთელებამდე მიიტანს და თავის გარშემო კოლექტივს შემოიკრიბებს"
, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს "Football Italia".

მოგეხსენებათ, სერია ა-ს უკანასკნელ ტურში "როსონერი" საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან" 1:2 დამარცხდა. გუნდს ახალ მწვრთნელთან ერთად 4 მატჩში 4 ქულა აქვს მოპოვებული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

kapana 5 ნოემბერი 2019 02:14
დაბრუნდი მერე, ამათზე მეტს კი გააკეთებ :დ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image