სტეფანო პიოლი: "მილანისთვის" ყველაფერი შესაძლებელია, თუ..."

image
იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "სპალი" მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს გამარჯვება "როსონერის" მწვრთნელის რანგში პირველი აღმოჩნდა სტეფანო პიოლისთვის, რომელიც მატჩის შემდეგ მედიას გაესაუბრა.

"მე მოთამაშეებს ვთხოვე მოედანზე სწორი სულისკვეთებით გასულიყვნენ. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, შევქმენით მომენტები და ვდომინირებდით".

"გამარჯვება "ლაციოსთან" მატჩის წინ ფსიქოლოგიური კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო".

"სუსო დიდებული ფეხბურთელია, მომწონს მისი გაწვრთნა, თუმცა მხოლოდ ერთი მოთამაშის გარჯით შედეგი არ დგება. შენ არ იგებ და არ აგებ მხოლოდ ერთი მოთამაშის გამო".

"თუ გუნდი ზრდას განაგრძობს, "მილანისთვის" შეუძლებელი არაფერი იქნება. წინ უამრავი რთული მატჩია და არაფრის უნდა შეგვეშინდეს". - განაცხადა პიოლიმ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image