კორონავირუსის მასშტაბაბები იტალიაში იზრდება. ჩრდილოეთის რეგიონში ბევრი სპორტული ღონისძიება ამ ვირუსის გამო საფრთხის ქვეშაა.
მოგეხსენებათ, კვირას სერია ა-ს რამდენიმე შეხვედრა გადაიდო.
პრემიერმინისტრის განკარგულებით, ლომბარდიის რეგიონში დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა.
შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც ბევრ სპორტულ მოვლენას შეექმნას საფრთხე და საერთოდ, სერია ა-ს მომდევნო ტური გადაიდოს.
ასევე საფრთხის ქვეშაა, "ნაპოლი" - "ბარსელონას" შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით სპეციალურ ზომებს მიმართავენ.