პისტოლერო - ბლეფი თუ დროებითი კრიზისი

image
კშიშტოფ პიონტეკი მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება და მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. "მილანის" ცხრიანი აღარ არის სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი.

გასულ სეზონში პოლონელმა თავდამსხმელმა კალჩოს სადებიუტო სეზონში 30 გოლი გაიტანა: 19 "ჯენოაში" და 11 "მილანში". წელს კი თითქოს თავისი უნარები დაკარგა და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, აქედან ორივე პენალტით.

აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, "როსონერის" არც ერთი შემტევი არ ბრწინავს, რაც პიონტეკზეც უცილობლად ისახება. მარკო ჯამპაოლოს ტაქტიკაში პოლონელს საჯარიმოში ბურთის ხშირად მიღება სჭირდება, რათა შემდეგ დამაგვირგვინებელ ფაზაში ივარგოს, მაგრამ ასეთი მომენტები ძალიან ცოტა იქმნება.

პიონტეკმა ადრეც აღნიშნა, რომ რამდენიმე კომპონენტში გასაუმჯობესებელი აქვს და მათ შორის მთავარი საჯარიმოს გარეთ თამაში და შორეული დარტყმები იყო. თუ კშიშტოფამდე ბურთი არ მიდის, ის მატჩის მსვლელობას სრულად გამოთიშულია.

გულშემატკივართა ერთი კატეგორია თვლის, რომ პისტოლერო უბრალოდ ბლეფია და ერთი სეზონის გამონათება იყო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს რომ მას დროებითი კრიზისი აქვს და მალე ყველაფერი გამოსწორდება.

ჩემი აზრით, პიონტეკი მას შემდეგ დაიწყებს კარგად თამაშს, როცა მთლიანად გუნდი ათამაშდება, რადგან პოლონელს არ აქვს ის თვისებები, რომლითაც მარტო შეძლებს გამარჯვების მოპოვებას.

ამჟამად მთელი ყურადღება ლეაოზე გადატანილი. ახალგაზრდა პორტუგალიელს ის ყველა თვისება აქვს, რითაც გუნდის ლიდერობა შეუძლია და ძირითად შემადგენლობაში ყოფნასაც იმსახურებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პისტოლერო გამოუსადეგარია და წარუმატებლობის შემდეგ სანაგვეში მოვისროლოთ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 10

JAO_MILAN 9 ოქტომბერი 2019 23:17
კარგ გუნდში ბევრს შეაგდებს პისტოლერო, გუნდი არ უწყობს ხელს, არ არის ჩამოსაწერი პიონტეკი
Milan_fan22 7 ოქტომბერი 2019 21:16
2 გოლი კიგაიტანა მაგრამ არჩაუთვალეს. და საერთოდ რასაც ვაკვირდები ლეაოს პასს არუკეთებს როცა კარგადარის გახსნილი და თვითონ ცდილობს შორიდან დარტყმას და მწვრთნელმა უნდა უთხრას ეგ. ჯამპაოლო ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს გვპირდებოდა მაგრამ ამაზე შემტევ ფეხბურთს ცალტვინა გატუზო ათამაშებდა გუნდს. სპალეტი ბევრად უკეთესი იქნებოდა ვიდრე გარსია. შევჩენკო ან პიოლი მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მარსელინო ყველაზე მეტად მინდა რატომღაც. ვალენსიას ძალიან კარგ და სტაბილურ ფეხბურთს ათამაშებდა
superkaka22 7 ოქტომბერი 2019 18:24
ნუ გჯერათ ცრუ რწმენების და თეფშების დატრიალების, 9 ნომერი აიღო და დაითარსა არა იხვის ტოლმა, სუსოს ისევ 8 ნომერია რატო ჩაიჯვა? აქ ცრუ რწმენა არაფერ შუაშია, ძირითადი მიზეზი მწვრთნელია, რომელიც ბიძია ბაბუასი და ერთაოზ ბრეგვაძის იდეებით მოვიდა გუნდში, შეიძლება ერთი სეზონი ითამაშო და მეორე ვერ მაგრამ პორველ სეზონში ბომბარდირობაზე იწევდე და მეორე სეზონში მარტო პენლიდან იტანდე გოლებს ზღაპარია, გარდა ამისა პრობლემაა თვითონ პიონტეკის სათამაშო სტილი, დღეს უკვე აღარ არიან ისეთი ფორვარდები 2-3 კაცს ატყუებდეს მომენტს იქმნიდეს და გოლი გაქონდეს, ძირითადად პიონტეკის სტილის ფორვარდები ჭარბობს, პოლონელი 3 კაცს კი არა ერთ კაცს ვერ ატყუებს და საჯარიმოს გარეთ ჩვეულებრივი მკვდარია, მისი ფეხბურთია მომენტი შეუქმენი და გაიტანს და ამ მომენტს ვერ უქმნიანიან, ამიტომ ამ ეტაპზე ლეაოს უნდა მიეცეს შანსი ხო ყველა ხედავთ რო ვაბშე სხვა ტიპია და სხვა ფეხბურთს თამაშობს, ჯობია მის განვითარებას მიაწვეს გუნდი და პიონტეკი შეცვლებზე შევიდეს, რაც შეეხება სპალეტის კარგი ვარიანტია, აქამდე მილანში ვინც ყოფილა ყველას ჯობდა და ინტერშიც ვნახეთ როგორი იყო. მეც მინდა ალეგრი მოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მოვა, ამიტომ ისევ სპალეტის მიაწვნენ და მლდინი თუ მართლა ამ ყლეს მფარველობს აღარ ყოფილა საშველი
nika
nika 7 ოქტომბერი 2019 18:01
პიონტეკი არის ერთი შეხების მოთამაშე. მინიმალური შეხებით ბურთთან მაქსიმალურ შედეგს იძლევა. რადგან ეხლა ვერ გააქვს გოლები, არ ნიშნავს რომ ბლეფია ან გასაყიდია აუცილებლად. შეიძლება არის კიდეც, მაგრამ როცა გუნდი თამაშის განმავლობაში 2-ჯერ ვერ ურტყამს კარის ჩარჩოში და საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი პრაქტიკულად არ მიდის, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს "ცუდად" წარმოაჩენს. ფუნდამენტური პრობლემა არის ჯამპაოლო, რომელმაც ვერ მოიტანა თავიდანვე ნორმალურთან მიახლოებული შედეგიც კი და თამაშის ხარისხი უარესდება ტურიდან ტურამდე. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მისცე მწვრთნელს მეტი დრო? ყველაზე ცუდ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს რაც დაქცეულ მილანს ვუყურებ. ამის ფონზე, ყველა მოთამაშე ჩანს იმაზე დაბალი დონის ვიდრე რეალურად არის. წლებია უკვე ექსპერიმენტებს ატარებს გუნდი მწვრთნელების კუთხით. დროა მოიყვანონ გამოცდილი სპეციალისტი, თუნდაც სპალეტი, რომელიც ლიგაზე უეჭველი დაგვაბრუნებს თუ ზამთარში სუსტი წერტილებიც შეავსეს ტრანსფერების კუთხით. მაგის დასტური არის სპალეტის შედეგები წინა გუნდებში. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. ეგ ნაბიჯი გაიარა ინტერმაც, სანამ კონტეს მოიყვანდნენ. სპალეტიმ ინტერში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და გუნდი მაინც გავიდა 2-ჯერ ზედიზედ ლიგაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის მოყვანა. მოხოდა გუნდი სპალეტიმ, ასე ვთქვათ. იგივე ვითარებაა მილანში, როგორშიც ინტერი იყოს წლების მანძილზე - უამრავი ნაგავი მწვრთნელი, არანაირი შედეგი. ორი წესიერი მწვრთნელის ხარჯზე კიდა ამოვიდნენ ნაგვიდან. იგივე უნდა ქნას მილანმა!
Nero 7 ოქტომბერი 2019 17:37
სპალეტისთან ყველაფერი მოგვარდა ახლა ინტერთან აგვარებენ ფინანსურ საკითხებს რადგან სპალეტის 2021 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს ნერაძურისთან
Oto
Oto 7 ოქტომბერი 2019 17:26
სახიფათო მომენტები საერთოდ არ იქმნება მეტოქის საჯარიმოში.პისტოლეროსნაირ ფორვარდს პასი უნდა მიცე რომ გაიტანოს
bona23
bona23 7 ოქტომბერი 2019 16:58
ციტატა: rossoneri-best
ციტატა: bona23
მილანს დრო ჭირდება, იმისთვი რომ ჩამოყალიბებულ გუნდს დაემსგავსოს და ყველა ის რესურსი რაც აქვს მთლიანად გამოიყენონ ფეხბურთელებმა შესაბამისად დროთაგანმვლობაშ დალაგდება ყველაფერი და პიონტეკიც დაიწყებს გოლების გატანას მანამდე კი ლეაო უნდა დადგეს ფორვარდად მარტო შეუძლია თამაშის ბედის გდაწყვეტა პიონტეკისგან განსხვავებით, მთავარია ზამთრამდე ექვსეულშ იყოს გუნდი და მერე ლიგაზეც უპრობლემოდ გავა.
ახალი მწვრთნელის მოყვანა გამოსავალი არაა!

მწვრთნელსაც გააჩნია. მე პირადად ალეგრი ან ვენგერი თუ მოიყვანეს ხმარ არ ამოვიღებ პირიქით მაგაზე უკეთესი რა იქნება მაგრამ თუ პიოლები სპალეტები და შამბალოები მოიყვანეს მაგას ისევ ეს დარჩეს ჯობია


ვენგერი და ალეგრი დღეს არ მოვა და სპალეტის,რუდიგარსიას და დანარჩენებს ისევ ჯამპაოლო ჯობია დარჩეს ზამთარში ორი კარგი ტრანსფერი და გუნდი ლიგაზე იქნება.
rossoneri-best 7 ოქტომბერი 2019 16:31
ციტატა: bona23
მილანს დრო ჭირდება, იმისთვი რომ ჩამოყალიბებულ გუნდს დაემსგავსოს და ყველა ის რესურსი რაც აქვს მთლიანად გამოიყენონ ფეხბურთელებმა შესაბამისად დროთაგანმვლობაშ დალაგდება ყველაფერი და პიონტეკიც დაიწყებს გოლების გატანას მანამდე კი ლეაო უნდა დადგეს ფორვარდად მარტო შეუძლია თამაშის ბედის გდაწყვეტა პიონტეკისგან განსხვავებით, მთავარია ზამთრამდე ექვსეულშ იყოს გუნდი და მერე ლიგაზეც უპრობლემოდ გავა.
ახალი მწვრთნელის მოყვანა გამოსავალი არაა!

მწვრთნელსაც გააჩნია. მე პირადად ალეგრი ან ვენგერი თუ მოიყვანეს ხმარ არ ამოვიღებ პირიქით მაგაზე უკეთესი რა იქნება მაგრამ თუ პიოლები სპალეტები და შამბალოები მოიყვანეს მაგას ისევ ეს დარჩეს ჯობია
bona23
bona23 7 ოქტომბერი 2019 16:26
მილანს დრო ჭირდება, იმისთვი რომ ჩამოყალიბებულ გუნდს დაემსგავსოს და ყველა ის რესურსი რაც აქვს მთლიანად გამოიყენონ ფეხბურთელებმა შესაბამისად დროთაგანმვლობაშ დალაგდება ყველაფერი და პიონტეკიც დაიწყებს გოლების გატანას მანამდე კი ლეაო უნდა დადგეს ფორვარდად მარტო შეუძლია თამაშის ბედის გდაწყვეტა პიონტეკისგან განსხვავებით, მთავარია ზამთრამდე ექვსეულშ იყოს გუნდი და მერე ლიგაზეც უპრობლემოდ გავა.
ახალი მწვრთნელის მოყვანა გამოსავალი არაა!
blexa
blexa 7 ოქტომბერი 2019 16:20
vinc 9 nomeri aigo kvelam chaisvara milanshii :/ exlandel fexburtelbze makvs saubari :/

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image