"მილანი" იანვარში ჟირუს დამატებას ეცდება

კშიშტოფ პიონტეკი ამჟამად ერთადერთი ნომინალური ცენტრ ფორვარდია "მილანში", პოლონელი კი ფორმაში ნამდვილად არაა, ამიტომ ხელმძღვანელობას მისთვის კონკურენტის მოყვანა სურს. პოტენციური ვარიანტი კი ოლივიე ჟირუა, რომელიც "ჩელსიში" სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა.
გასულ სეზონში გონსალო იგუაინის გამო 2018 წლის მსოფლიო ჩემპონი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიმდინარე სეზონში კი ლამპარდი ძალიან ცოტას ათამაშებს. სამი შეხვედრა პრემიერ ლიგაში (100 წუთი) და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე (17 წუთი).
ჟირუმ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი გაიტანა სუპერ თასზე "ლივერპულთან", სადაც ტაიმნახევარი დაჰყო მოედანზე. 33 წლის თავდამსხმელს კარგად იცნობს ივან გაზიდისი, რაც "მილანს" დიდ შეღავათს უკეთებს.
"არისტოკრატები" მზად არიან მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეელიონ გამოცდილ ფორვარდს, თუმცა პრობლემა მის ანაზღაურებაშია. ჟირუ ამჟამად სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც "როსონერისათის" საკმაოდ მაღალი ციფრია.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 3