იტალია დიდ ფეხბურთში დაბრუნდა? - მანჩინის რეკორდული სტარტი

image
იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და რობერტო მანჩინიმ ფერუჩიო ვალკარეჯისა და ჯოვანი ტრაპატონის მიღწევები გაიმეორა.

"სკუადრა აძურამ" მიყოლებით დაამარცხა აშშ (ამხანაგურ მატჩში), ფინეთი, ლიხტანშტაინი, საბერძნეთი, ბოსნია, სომხეთი და ფინეთი (ოფიციალურ მატჩებში) და გაირკვა, რომ ბოლოს "აძურის" მსგავსი ჩინებული სერია 2003 წელს ტრაპატონის ხელმძღვანელობით ჰქონდა, ხოლო იქამდე ვალკარეჯის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ახლა მანჩინის ზედიზედ ორი მოგება სჭირდება, რომ ვიტორიო პოცოს მიღწევა გაიმეოროს, რომელიც იტალიის ნაკრებში დღემდე საუკეთესო სერიაა - ზედიზედ 9 გამარჯვება.

რაც შეეხება უშუალოდ საწყის 15 მატჩს, მანჩინი მეოთხე პოზიციას იკავებს 9 მოგებით, ოთხი ფრითა და ორი წაგებით. ჩამორჩება რა, მხოლოდ აძელიო ვიჩინის, ჯოვანი ტრაპატონის (ორივეს 10 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) და არიგო საკის (9 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება). მანჩინის დარად 15 თამაშის შემდეგ იგივე შედეგი ჰქონდათ ანტონიო კონტესა და ჩეზარე პრანდელის.

შეგახსენებთ, რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და "სკუადრა აძურას" პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 5 თამაში მოიგო (ახლა უკვე ექვსი).

იტალია ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა, რადგან 6 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და მომდევნო ტურში შინ საბერძნეთთან გამარჯვების შემთხვევაში ვადაზე ადრე ოფიციალურად მოიპოვებს ევროფორუმის საგზურს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

Nero 12 სექტემბერი 2019 01:49
ჯერ არსად არ დაბრუნებულა იტალია ევრო 2020-ზე გავიგებთ ტოპებთან როგორც ითამაშებენ და მერე შეიძლება დასკვნების კეთება.. აბა ლიხტენშტაინებს საქართველოც არ ანახებს ბურთს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image