5 ფეხბურთელი, რომელთაგან ერთ-ერთი "მილანმა" შესაძლოა იანვარში შეიძინოს

image

იტალიური პრესის ცნობით, "როსონერის" ახალი ბორდი ზამთარში განსაკუთრებით აქტიური იქნება და რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.

წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა სახელებს, რომლებსაც პრესა "მილანს" განსაკუთრებით აქტიურად უკავშირებს და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ზამთარში სწორედ იტალიური გრანდის რიგებში აღმოჩნდეს.

5. როდოლფო პისარო ("მონტერეი")

25 წლის მექსიკელი ნახევარმცველის გადაბირებას "მილანი" ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ტრანსფერი იტალიელთა სასარგებლოდ არ დაიხურა. "როსონერის" ბორდი პისაროს შეძენას ზამთარში კვლავ ეცდება. როდოლფომ "მონტერეის" შემადგენლობაში გასულ წელს 34 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო.

4. მარიანო დიასი

მადრიდის "რეალისთვის" მარიანო დიასი დიდი იმედგაცურება აღმოჩნდა. მან "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ხშირად გულშემატკივართა აგრესიის ობიექტიც იყო. "მილანი" მის დამატებას ზაფხულში იჯარის წესით ცდილობდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

3. რუბენ ნევეში

"ვულვზსა" და "მილანს" შორის პორტუგალიელი ნახევარმცველის რუბენ ნევეშის თაობაზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზე იყო მისული, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა. ინგლისი პრემიერლიგაში ძალიან კარგად მოთამაშე ნევეშის გადაბირებას "მილანი" ზამთარში კვლავ შეეცდება.

2. მემფის დეპაი

მემფისის ხელში ჩაგდება "მილანს" უკვე დიდი ხანია სურს. როგორც ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, მის კლიენტს "ლიონის" დატოვება ზამთარშივე სურს.

1. ლუკა მოდრიჩი

2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი "მილანს" უკვე არაერთხელ დაუკავშირეს. საუბარია ხორვატის იჯარის წესით დამატებაზე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 4

bona23
bona23 12 სექტემბერი 2019 16:05
(ევერტონი-დეპაი) ერთ-ერთი და მოდრიჩი იქნება იდეალური შვსება ზამთარში ასევე მუსაკიოც უნდა წავიდეს და სილვა მოიყვანონ კონტრაქტი ეწურება.

_________________ დონარუმა __________________
_ კონტი _____ სილვა __ რომანიოლი _____ ტეოო _
_ მოდრიჩი _________ ბენასერი _________ პაკეტა _
_ სუსო ____________ პიო ____________ ევერტონი _
Ragnar 12 სექტემბერი 2019 13:04
ნევეში ნახევარდაცვას კარგად გააძლიერებდა,პრემიერ ლიგაში მშვენივრად გამოიყურება,მაგრამ ვულვზი ამას იაფად ნამდვილად ვერ მოგვყიდის.დეპაიზე კი რაღა უნდა ვთქვა,თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს მისი გადმოყანის,ყველაფერი უნდა იღონონ ამისთვის.
Fenomeno10 12 სექტემბერი 2019 10:29
მოდრიჩი დეპაი ნევეშიდან ერთერთი რო მოიყვანონ კიდევ ვიტყვი რო გუნდი მუშაობს და რაღაცას ცდილობენ მალდინი ბობანი მაგრამ დიასი და პისარო რაში ჭირდებათ ვერ ვხვდები ან მაგათ დამატებას რა დიდი დრო ჭირდება გუნდები აქეთ ეხვეწებიან
superkaka22 12 სექტემბერი 2019 00:59
წამოვიდა ახალი ზღაპრები,ბოლოს მისტერ X ლევერკუზენის ან ვერსერის ფეხბურთელი იქნება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image