განახლებული სტატისტიკა, რომელი ფეხბურთელი გამოიმუშავებს "მილანში" ყველაზე მეტს

image
იტალიურმა გამოცემა Football Italia-მ 2019/2020 სეზონისთვის სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელთა ხელფასები გაასაჯაროვა.

როგორც ირკვევა, ამ სეზონში ყველაზე მაღალი ანაზღაურება იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან კრიშტიანო რონალდოს ექნება, მას "იუვენტუსი" წლიურად 31 მილიონ ევროს გადაუხდის.

მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაში ასევე "იუვენტუსში" ირიცხება. ჰოლანდიელი მატის დე ლიხტის ხელფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება.

საუკეთესო სამეულს რომელუ ლუკაკუ ხურავს. "ინტერის" ბელგიელი შემტევის საბანკო ანგარიში ყოველწლიურად 9 მილიონი ევროთი შეივსება.

რაც შეეხება "მილანს", ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ოცეულში "როსონერიდან" ერთადერთი მოთამაშეა, კანლუიჯი დონარუმა.

დონარუმა წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს, ხოლო ამ მაჩვენებლით სერია ა-ს მოთამაშეთა შორის მე-13 პოზიციას იკავებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image