დუარტე: "მინდა პირდაპირ მესმოდეს, რას ლაპარაკობს მისტერ ჯამპაოლო"

image

"მილანის" 23 წლის ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ლეო დუარტემ აპენინურ მედიასთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"როსონერის" დიდი ისტორია აქვს, ეს დიდებული კლუბია. აქ არაერთ ცნობილ ბრაზილიელს უთამაშია: კაკა, სერჟინიო, კაფუ, ტიაგო სილვა. იმედი მაქვს, რომ მათი წარმატებული გზის გავლას შევძლებ'.

"როსონერიში" გადასვლამდე, მე ბევრს ვესაუბრებოდი პაკეტას. ის ძალიან ბევრ პოზიტიურ ამბებს მიყვებოდა კლუბის შესახებ და ჩემი დარწმუნება შეძლო. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ".

"ბრაზილიაში ტაქტიკას არც თუ ისე დიდ დროს უთმობენ, მაგრამ მე ჟორჟე ჟეზუშთან ერთად ვმუშაობდი, ევროპელ მწვრთნელთან და ეს ცოტა დამეხმარა. ამ ეტაპზე ენის შესწავლა მსურს, რათა პირდაპირ მესმოდეს, რას ლაპარაკობს მისტერ ჯამპაოლო"
, - ამბობს დუარტე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 1

Nero 5 სექტემბერი 2019 00:08
იმედია მიეცემა შანსი რადგან მუსაკიო ნაღდად არაა შეუცვლელი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image