ფანტაზიების გამხსნელი რებიჩი - მარკო ჯამპაოლო საფიქრალშია

image

"Tuttosport"-მა დღევანდელ ნომერში "მილანის" სავარაუდო ტაქტიკური მონახაზი განიხილა. აქცენტი, რა თქმა უნდა, გუნდის ბოლო და ერთ-ერთ მთავარ შენაძენ ანტე რებიჩზე გაკეთდა, რომელიც მარკო ჯამპაოლოს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს.

საქმე იმაშია, რომ 25 წლის ხორვატ შემტევს კარიერის მანძილზე 1 ძირითადი პოზიცია არ ჰქონია და თითქმის თანაბრად, დროდადრო ითვისებდა მარცხენა ვინგერის, ცენტრალური ფორვარდის, მეორე ფორვარდის და გამთამაშებლის პოზიციებს.

ფანტაზიების გამხსნელი რებიჩი - მარკო ჯამპაოლო საფიქრალშია

ამასთან, გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული რაფაელ ლეაო მსგავსი თვისებების ფეხბურთელად მოიაზრება და შეტევის სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლია. შესაბამისად, "მილანის" თავკაცს წინა ხაზის სხვადასხვა სახით როტაციის შესაძლებლობა მიეცემა.

"Tuttosport"-მა მეტწილად 4-3-1-2 და 4-3-2-1 სქემები განიხილა. აგრეთვე არის შესაძლებლობა, რომ გუნდი კვლავ 4-3-3 ტაქტიკაზე გადაეწყოს, თუმცა ჯამპაოლოს ფილოსოფია მაინც უფრო განსხვავებული სტილისაა.

სავარაუდოდ, "როსონერის" დამრიგებელი 4-3-1-2 და 4-3-2-1 სექმებზე შეაჩერებს არჩევანს, სადაც შიგადაშიგ პოზიციებს ისეთი ფეხბურთელები შეიცვლიან, როგორებიც რებიჩი, ლეაო, სუსო, ბონავენტურა, კასტილეხო, პაკეტა და ჩალხანოღლუ არიან.

"მილანმა" ბოლო მატჩში "ბრეშასთან" უკვე გამოიყენა ე.წ. "ნაძვის ხის" ტაქტიკა, სადაც ფლანგები ნაკლებადაა დატვირთული და გუნდი ცენტრიდან ცდილობს შეტევას. თუ ეს სტრატეგია ისევ ძალაში დარჩა, "როსონერის" ძირითადი შემადგენლობა ხშირ შემთხვევაში შემდეგნაირი იქნება:

ფანტაზიების გამხსნელი რებიჩი - მარკო ჯამპაოლო საფიქრალშია


თუმცა, ყველაფერი მარკო ჯამპაოლოზეა დამიკიდებული...

თქვენი აზრით, რომელი სათამაშო სქემა იქნება "მილანის" ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ოფტიმალური ვარიანტი?
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 14

JAO_MILAN 4 სექტემბერი 2019 23:17
4 3 2 1 და 4 3 3 ეს ორი ტაქტიკა იქნება წელს, 4 3 1 2 ვერ გაამართლა, ძირითადზეც უნდა ჩამოყალიბდეს ჯამპაოლო
Oto
Oto 4 სექტემბერი 2019 21:59
სტატისტიკა ყველაფერს ცხადყოფს.უფრო პროდუქტიული მარცხენა ვინგერად არის.

რებიჩის მოყვანა შეიძლება იმიტომაც გადაწყვიტეს რომ ვაფშე 4 3 3ით აპირებდეს თამაშს.რას გაიგებ.ისე მე 4 2 3 1 მომწონს მაგრამ ამ სქემით შანსი არაა არ ითამაშებს.ჩაციკლული რომ იყოს მაინცდამაინც 4 3 1 2 ზე,არამგონია ბრეშასთან შეეცვალა ეგ წყობა.ასე რომ ჩემი აზრით 4 3 2 1 და 4 3 3 წყობას აირჩევს.
ანჩელოტის პირლო კაკა და ზეედორფი ყავდა ცენტრში. დღეს სუყველა რომ გადაადნო არცერთის ნახევარი არ იქნება მაინც. რებიჩი და სუსო ჩვენთვის იქნება ძალა თორე ისე ორივე ბალაყანაა
giga qatamadze 4 სექტემბერი 2019 17:00
442 უნდა დააყენოს ჩემი აზრით ან 433 სხვანაირად ესენი შემტევები არარიან და არც ისეთია შუაში ვინმე ჭკუის კოლოფი რო შუიდან რამე შექმას ამიტომ ისევ კრაის გამოყენება ჯობია
Rossoneri11111
Rossoneri11111 4 სექტემბერი 2019 16:56
ციტატა: ROSSONERO
ანჩელოტი სულ 4-3-1-2 და 4-3-2-1 სქემებს ათამაშებდა

ის გუნდი და ეს ერთი და იგივეა? ამ გუნდს არ აქ ფანტაზია ერთი რამე იციან მიცენ სუსოს და ამან ჩააწოდოს ვერ შევლენ შუიდან საჯარიმოში 90. წუთი უდინეზე კარში კი არა კარისკენ რო ვერ დაუტტყავ რა თამაშზეა ლაპარაკი
R.BAGGIO 4 სექტემბერი 2019 16:25
ციტატა: პაპა კარლო
მილანს არ ყავს 4-3-2-1 იგროკები. არც სუსო და არც რებიჩი ამ წყობაში თავის საუკვეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს. 4-3-3 ან 4-2-3-1 ამ შემაგდენლობის ოპტიმალური ვარიანტი

100%, დზირითადი უნდა იყოს 4 3 3 და იდეაში 4 2 3 1 უცებ შიძლება გადააწყო 4 3 3-ზე და ითავდამსხმელიან ტაქტიკაში პიონტეკი იმენა შეყრის გოლებს, მთლიანად დაიტვირთება და ცოტა აზრზე მოვა, 2 თავდამსხმელიან თაქტიკაში აირია აშკარად. ანუ ცენტრი პიო, კრაიბზე სუსო რებიჩი და პაკეტა ცენტრიდან, უკან კესი ბენასერი, ზამენა ჩალხანა ბონავენტურა
მილანს არ ყავს 4-3-2-1 იგროკები. არც სუსო და არც რებიჩი ამ წყობაში თავის საუკვეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს. 4-3-3 ან 4-2-3-1 ამ შემაგდენლობის ოპტიმალური ვარიანტი
superkaka22 4 სექტემბერი 2019 15:15
ცოტა გრძელი კომენტარი გამომივა, მაგრამ მაინც დავწერ და ვისაც არ დაეზარება წაიკითხოს. ჩემი აზრით გუნდს რამოდენიმე ტაქტიკური წყობა უნდა ქონდეს დამუშავებული და შესაბამის მეტოქესთან შესაბამისი წყობით ითამაშოს, 1. რადგან ჯამპაოლოს 4-3-1-2 მოწონს და მიააჩნია რო ყველაზე სრულყოფილი წყობაა კი ბატონო უნდა დაამყშაოს და ჩემი აზრითაც დასამუშავებელია ეს წყობა, ბოლო ბოლო ანჩელოტის მილანი ამ წყობით თამაშობდა, ოთხი მცველი გასაგებია, ნახევარდაცვაში ჩამშლელზე ბენასერი მარცხნივ კესიე, მარჯვნივ ბონა ან ჩალხანა, გამთამაშებლად პაკეტა და წინ რებიჩი და პიონტეკი, ჩემი მოკრაძალებული აზრით ამ წყობას ასე ვხედავ, სუსო გამთამაშებელი არ არის, 2. 4-3-2-1(ე.წ. ნაძვისხე) სრულიად ვეთანხმები სტატიაში მოყვანილ ტაქტიკურ წყობას, 3. 4-3-3 დაცვა იგივე ნახევარდაცვა კესიე ბენასერი პაკეტა, წინ სუსო პიო რებიჩი, 4. 4-2-3-1 ორი საყრდენი ბენასერი და კესიე, მათ წინ მარჯვნივ სუსო, ცენტრში პაკეტა, მარცხნივ რებიჩი, წინ პიონტეკი ან ლეაო რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება, ეს წყობა ჩემი აზრით აუცილებლად დასამუშავებელია იმიტომ რო სუსოს პაკეტას და რებიჩის ტექნიკურ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვიყენებთ. ჩემი აზრით ეს 4 წყობა უნდა ქონდეს გუნდს დამუშავებული.
Shevchenko 4 სექტემბერი 2019 14:20
აუ რაღაც პიონტეკი მევასება მააააააააგრად და ძაან მინდა რო ათამაშდეს და თხაროს და თხაროს გოლები
Nero 4 სექტემბერი 2019 14:10
Gazetta-ტეო ერნანდესი სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა დაბრუნდეს ჰელას ვერონასთან შეხვედრაში
Shevchenko 4 სექტემბერი 2019 14:06
ბონავენტურაზე კი ხართ გადარეულები მაგრამ საშვალო დონის მოთამაშეა ბიჭებო, რომელიც სტაბილური არაა :)
R.BAGGIO 4 სექტემბერი 2019 13:50
კასტილა და ბორინი მოაცილოს სასტავს და ბონავენტურა დააყენოს სადაც უნდა, ეგ კაცი იმენა მილანშI ყველაზე დონეა, ეგეთი კლასი არ აქვს არც ერთ მილანეს დღეს

და ვაფშე ამ ცანცარს მეოშვას და დააყენოს სასტავი და ატამაშოს ერთი კამანდა, ყველა თამაშში სხვადასხვა სასტავი და ტაქტიკური ცვლილებები, აიჭრებიან ტიპები ტო. ჩამოყალიბდეს და რაც არ უნდა იყოს 4-5 თამაშის მერე შედეგიც ექნება. არავინ არ ველოდებით რო ეგრევე იქნება შედეგი, მაშინ კლასნი იგროკები გინდა რო ეგრევე აითვისონ მწვრთნელის ხედვები
nikaka
nikaka 4 სექტემბერი 2019 13:27
4-2-3-1 da shemadgenloba donaruma karebshi marjvniv calabria konti nu dacva yvelam vicit rogoric iqneba :D shuashi benaseri kesi kai iqneba chalxanoglu kesic ravici :D vinc uketes formashi iqneba dzlier gundebtan benase kesi da shedarebit sustebtan sadac xshirad vutevt chalxanoglu da im 2 idan romelime axla rac sheexeba shetevas bona paketa suso win piateki an leao da tamshis mixedvit zamenebi visac ar wauva igra paketa ari supta 10 iani da ara suso nu 4-3-3 ic sheidzleba mara am kamandit kiara dgevandel fexburtshi centridan sheteva ar sheidzleba eg tvit gvardiolamac ver moaxerxa da imito atamashebs 4-3-3 dznelia egre burtebis gadzvrena ase rom jampaolom igive tu gaagrdzela da tavisi filosofia ar shecvala didi albatobit male gaushveben da momaval wels isev chempionta ligis molodinshi viqnebit 4-3-3 shi rcheba yvelaze meti sivrce uyuret liverpuls an jampaolom uyuros da iswavlos rame :D karoche magari darxeuli gvaq es stili tu gavagrdzelet :D chven ra milans da chvenc mogveshleba mere nervebi :D
ROSSONERO 4 სექტემბერი 2019 13:19
ანჩელოტი სულ 4-3-1-2 და 4-3-2-1 სქემებს ათამაშებდა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image