ოფიციალურად: "მილანმა" ჰალილოვიჩი ისევ იჯარით გაუშვა

image

"მილანის" მფლობელობაში მყოფი ახალგაზრდა შემტევი ალენ ჰალილოვიჩი კარიერას ჰოლანდიური "ჰერენვენის" რიგებში გააგრძელებს. ერედივიზიონის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ხორვატი ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დაიცავს ჰოლანდიელთა ღირსებას.

"ალენის ტრანსფერით ჩვენ გავძლიერდით შემოქმედებითი ნახევარმცველით. მოხარულები ვართ, რომ "მილანთან" სწრაფად და წარმატებით მივაღწიეთ შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე", - ამბობს კლუბის მენეჯერი გერი ჰემსტრა.

შეგახსენებთ, რომ "დინამო ზაგრების", "ჰამბურგისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი "მილანმა" 2018 წელს უფასოდ გაიფორმა. 23 წლის ჰალილოვიჩს "როსონერის" მაისურით არცეთი მატჩი ჩაუტარებია - ის ჯერ "სტანდარდში" იყო განათხოვრებული, ამჯერად კი, როგორც აცღნიშნეთ, სეზონის ბოლომდე "ჰერენვენის" რიგებში ითამაშებს.


ოფიციალურად: "მილანმა" ჰალილოვიჩი ისევ იჯარით გაუშვა
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

Arigo 5 სექტემბერი 2019 17:48
ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა გაფუჭებულა კლუბების მხრიდან უნდობლობის გამო, ასევე მწვრთნელების ხელით. ფვიქრობ, რომ ამან იჩქარა დინამო ზაგრებიდან ბარსაში წასვლა, შანსი ძალიან მცირე ჰქონდა და ძალიან გარისკა! ყველაზე რთული მომენტია, როდესაც ახალგაზრდა ფეხბუღტელი მიდიხარ იქ, სადაც თამაშის შანსი პრაქტიულად 0-ია, 2014 წელს მოხვდა ბარსაში, როცა ფაბრეგასი გაუშვეს და რაკიტიჩი მიიყვანეს... ჩავი,ინიესტა, რაკიტიჩი,რობერტო და რაფინია ეს ხუთეული ავსებდა სასტავს(საყრდენების - ბუსკეტსი-მასკერანოს პოზიცია სხვა იყო) თუ წინ ითამაშებდა, იქ მესი-ნეიმარი თამაშობდნენ და შანსი 0 ჰქონდა, შემდეგ გაანათხოვრეს და კარიერა აერია, ანუ კიდევ აქვს შანსი, მაგრამ სტაბილურიობის შემთხვევაში
JAO_MILAN 4 სექტემბერი 2019 23:19
კიდევ ერთი შეტენილი არაფერში გამოსადეგი ფეხბურთელი, გაპიარებული ბერტოლაჩია ალენ ჰალილოვიჩი მეტი არაფერი
Arigo 4 სექტემბერი 2019 22:43
ეს საკმაოდ ნიჭიერი ბიჭია და უნდა გვესარგებლა ამ სტილის კრეატიული შუახაზელით
თუ საქმეში არ ნახე ფეხბურთელი, მგონია, რომ არასწორია ასე ხაზის გადასმა! თუ საქმე იმაშია, რომ მაღალ დონეზე ითამაშებს, მერე ხელფასის გახრდას მოითხოვს და ხელმძღვანელობას ეს აშინებს, მაშინ უმჯობესია სერია ბ-ში გადავინაცვლოთ pissed

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image