"მილანის" მიერ ზაფხულში განხორციელებული ყველა ოპერაცია

image

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში ცოტა ხნის წინ დაიხურა. მალდინიმ, ბობანმა და მასარამ რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელებს და ამ სიახლეში ყველა მათგანს შევაჯამებთ.

შევსება:

ტეო ერნანდესი "რეალიდან" - მარცხენა ფლანგის გაძლიერების მიზნით "მილანმა" მადრიდის "რეალიდან" ფრანგი მცველი 20 მილიონ ევროდ დაიმატა. ახალწვეულმა "ვერონასთან" და "ბაიერნთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ტრავმა მიიღო, მისი დაბრუნება კი სანაკრებო პაუზის შემდეგ იგეგმება.

რადე კრუნიჩი "ემპოლიდან" - 8 მილიონ ევროს + ბონუსები, ეს ის თანხაა, რაც "ემპოლიმ" ბოსნიელის სანაცვლოდ მიიღო. 25 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" ბაკაიოკოს, მონტოლივოს, ბერტოლაჩისა და მაურის შესაცვლელად მივიდა.

ისმაელ ბენასერი "ემპოლიდან" - აფრიკის თასის ერთ-ერთმა აღმოჩენამ ტუსკანური კლუბი 16 მილიონ ევროდ დატოვა. ის პირველი ახალწვეულია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

რაფაელ ლეაო "ლილიდან" - 19 წლის თავდამსხმელი ლომბარდიულ გრანდს 23 მილიონს + ტიაგო დიალო დაუჯდა, რომლის ფასიც 5 მილიონი ევროა. მისი ტრანსფერის მთავარი ინიციატორი მარკო ჯამპაოლო იყო.

ლეო დუარტე "ფლამენგოდან" - კალდარას ტრავმისა და ზაპატას წასვლის შემდეგ "მილანს" ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებოდა, რომელიც ალესიო რომანიოლისა და მატეო მუსაკიოს ძირითადი შემადგენლობისათვის ბრძოლაში კონკურენციას გაუწევდა. "მილანმა" ბრაზილელებს მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა.

ანტე რებიჩი "აინტრახტიდან" - ტრანსფერი ბოლო დღეს: ხორვატი შემტევი "როსონერიმ" ორი წლით ინათხოვრა, რაც 5 მილიონი დაუჯდა, მისი გამოსყიდვა კი 25 მილიონ ევროდ შეეძლება.

გასხვისება:

პატრიკ კუტრონე "ვულვზში" - ინგლისურმა კლუბმა ლომბარდიულ გრანდს ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს + ბონუსები გადაუხადა (საერთო ჯამში 23 მილიონი ევრო)

დიეგო ლაქსალტი "ტორინოში" - ბევრი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ურუგვაელი მცველი "ტორინოს" შეუერთდა. ტურინელებმა მის არენდაში ნახევარი მილიონი გადაიხადეს, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ 11,5 მილიონ ევროდ.

ანდრე სილვა "აინტრახტში" - "მონაკოში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ პორტუგაიელი თავდამსხმელი გერმანიაში ანტე რებიჩის ნაცვლად გადაბარგდა. ხორვატის მსგავსად სილვაც ორ წლიანი არენდით შეუერთდა "აინტრახტს".


"მილანის" მიერ ზაფხულში განხორციელებული ყველა ოპერაცია
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image