ტოტი: "რომას" მთავარი კონკურენტი "მილანი" იქნება"

image

"რომას" ყოფილ კაპიტანს, ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის არ სჯერა, რომ დედაქალაქური გუნდი შეძლებს სერია A-ს ამ სეზონში სამეულში დამკვიდრებას.

რომაელთა ლეგენდა რომაში ბოლო დრომდე მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ამ ზაფხულს ბოსებთან უთანხმოების გამო, კლუბს დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, 42 წლის ტოტი აცხადებს, რომ კვლავაც რომას გულშემატკივრად რჩება, მაგრამ გუნდის წარმატების ნაკლებად სჯერა.

"როგორც "რომას" გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეძლებს ისე გაძლიერებას, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მაინც იბრძოლოს".

"ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ფეხბურთში გატარებული 30 წელიწადის შემდეგ, რაღაცაში ალბათ ვერკვევი და ვფიქრობ, რომ ამ სეზონშიც მთავარი ძალა "იუვენტუსი" იქნება, რომელიც ძლიერია როგორც გუნდი და როგორც კლუბი. თუმცა, წელს "ინტერი" და "ნაპოლიც" გაძლიერდნენ და განსხვავებულ სეზონს ველოდები".

"ჩემი აზრით, პირველი სამეული უკვე ცნობილია ("იუვენტუსი", "ნაპოლი" და "ინტერი"). სამწუხაროდ, "რომას" შეუძლია მხოლოდ მეოთხე პოზიციისთვის იბრძოლოს, სადაც მთავარი კონკურენტი "მილანი" ეყოლება. მილანელები საკმაოდ გაძლიერდნენ, ამიტომ "ჯალაროსიმ" წინა სეზონის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს"
, - ამბობს ტოტი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image