"მილანმა" ხმაურიანი ბარტერი განახორციელა

image

"მილანმა"და ფრანკფურტის "აინტრახტმა" ანტე რებიჩისა და ანდრე სილვას ტრანსფერებზე მოილაპარაკეს. რებიჩი "როსონერის" შეუერთდება, სილვა კი კარიერას ფრანკფურტში გააგრძელებს.

იტალიური პრესის ცნობით, ორივე ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით გადაბარგდება, გარიგებათა ფასებიც თითქმის იდენტური იქნება - 25-30 მილიონი ევრო. შესაბამისად, ისე გამოდის, რომ გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მომდევნო ზაფხულს "მილანს" ხორვატი შემტევის 30 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება ექნება (თუ მატჩების განსაზღვრულ რაოდენობას ჩაატარებს), ხოლო "აინტრახტი" სურვილის შემთხვევაში 25 მილიონად გამოისყიდის.

რებიჩი ლომბარდიის მთავარ ქალაქში წუხელ ჩავიდა და პრესასთან პირველი კომენტარიც გააკეთა. იგი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "შავ-წითლებთან" ხელშეკრულებას გააფორმებს. სილვას კი ფრანკფურტში დღეს ელოდებიან, სადაც ის ტრანსფერის ფორმალურ დეტალებს ადგილზე მოაგვარებს.

ანტე რებიჩი 2013 წელს ხორვატიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს და მაშინვე შეუერთდა "ფიორენტინას", მაგრამ მას შემდეგ ფლორენციელებმა ის ჯერ "ლაიპციგში", შემდეგ "ვერონაში", ბოლოს კი "აინტრახტში" გაანათხოვრეს. 2018 წლის გერმანიის თასის ფინალის შემდეგ, სადაც რებიჩმა ორი გოლი გაუტანა "ბაიერნს" და გუნდს 1988 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ფრანკფურტელებმა საბოლოოდ გამოისყიდეს (2 მილიონ ევროდ). რაც შეეხება სილვას, მილანელებმა მის ტრანსფერში 2017 წელს 38 მილიონი ევრო გადაიხადეს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 1

Paqueta 2 სექტემბერი 2019 19:24
Kaia rebichi

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image