კორეა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს?

image

"მილანი" მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევის ანხელ კორეას გადაბირებას ისევ ცდილობს. "La Gazzetta dello Sport"-ის ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, გუნდი ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა.

ტრანსფერის შემთხვევაში არგენტინელი "როსონერისთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, "მილანი" ფეხბურთელში 35 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, "ატლეტიკო" კი კორეას სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვს.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა ლა ლიგაში "როხიბლანკოს" მაისურით ჩატარებულ 36 მატში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image