კუტრონე: "ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც "მილანმა" მომიშორა"

image

პატრიკ კუტრონემ ბრიტანულ პრესასთან საუბრისას გაამხილა მიზეზი, რის გამოც "მილანიდან" "ვულვზში" გადავიდა. "მგლების" ახალწვეული "როსონერის" მადლიერია, თუმცა ამბობს, რომ სერია ა-ს გუნდები აქცენტს უცხოელ ფეხბურთელებზე აკეთებენ.

"მე და მოიზე კინი პრემიერ ლიგაში? ეს ისტორია უკვე დიდი ხანია ვიცით - აპენინზე იტალიელებს უცხოელებს ამჯობინებენ. 20 წლის ბიჭებისთვის, ეს ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, "მილანის" მიმართ ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან ამ გუნდმა ბევრი რამ მაჩუქა და ამიხდინა ბავშვობის ოცნება", - განაცხადა "ვულვზის" ახალწვეულმა.

შეგახსენებთ, კუტრონეს ნაცვლად "მილანმა" რაფაელ ლეაო მოიყვანა "ლილიდან". პატრიკის სანაცვლოდ "ვულვზმა" 18 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა შეთანხმება დამატებით ბონუსებსაც ითვალისწინებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 1

kapana 28 აგვისტო 2019 20:07
სწორს ბაზრობს ))

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: კალაბრია
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image