როდრიგო, ანდრე სილვა, ანხელ კორეა: ფაზლი, რომლის აწყობასაც "მილანიც" ცდილობს

image

სატრანსფერო ფანჯარაზე ესპანეთი და იტალია ფაზლს აწყობენ, უფრო სწორედ ვალენსია, მადრიდი და მილანი. საუბარია თავდამსხმელებზე: როდრიგოზე, ანდრე სილვასა და ანხელ კორეაზე.

"ატლეტიკო" "ვალენსიადან" როდრიგოს გადაბირებას ცდილობს. სწრაფი შემტევი, რომელიც სიმეონეს ვერტიკალურ ტაქტიკაში იდეალურად ჯდება. "როხიბლანკო" ხამესის ყიდვას აპირებდა, თუმცა "რეალმა" კოლუმბიელი შემტევი მოსისხლე მტრის ბანაკში არ გაუშვა, ამიტომ ჩოლომ ალტერნატივა იპოვნა.

დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ატლეტიკოსა" და "მილანს" შორის ანხელ კორეას თაობაზე. მადრიდელები 55 მილიონ ევროს ითხოვენ, "როსონერი" კი მხოლოდ 40 მილიონს სთავაზობს, ბონუსების სახით კი 5 მილიონ ევროს.

არგენტინელი შემტევი მზადაა ლომბარდიულ გრანდს შეუერთდეს და ჯამპაოლოს ტაქტიკაში პიონტეკთან ერთად გუნდის შეტევის ლიდერი გახდეს. მესამე დეტალი, ანდრე სილვა "მილანის" გეგმებში არ ჯდება და გუნდი უნდა დატოვოს.

ხორხე მენდეში ფაზლის აწყობას გეგმავს და "ვალენსიას" როდრიგოს შემცვლელად ანდრე სილვას სთავაზობს. "მონაკოში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი კვლავ ახალი ნავსაყუდელის ძიებაშია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 7

JAO_MILAN 16 აგვისტო 2019 20:59
არ უნდათ ფულის გადახდა, ტყუილად გვაიმედებენ, მოყვანა რომ უნდოდეთ მოაგვარებდნენ კორეას საქმეს, ჩუქებით არავინ გვაჩუქებს თუ ფული არ გადაიხადეს
giga qatamadze 15 აგვისტო 2019 17:23
რა ვეღარ იყიდეს ეს დედა აფეთქებული ხო გაბურღეს ტვინი ეს ზამენის კაცი ვერ მოათრიეს და 55 ტად ხალხი სასტავიდან მოყავთ სხვებს ეეჰ არვიცი რა რასი გამკეთებლები არიენ ესენი მარა 55 თუ ამაში მიცეს და ამგენის დედაც მოვტ კიდე არ გამიხადეს ეს კორეა რონალდინიო არიძლევიანდა ნახეთ სხვა მასეთი სტილის მაგის მეტი რააა მარა ალბათ რო დაიხურება ტრანსფერები მერე მოიყვანენ
ყველაზე კარგი ვარიანტი დღეს მილანისთვოს კორეაა გამოცდილი სწრაფიბდა ტექნიკურიც ,შეუძლია თავის თავზე აღებაც და მატჩის შემოტრიალებაც ასე რომ მეტა მოიყვანონ და ნახავთ რაკარგად შეეწყობა პიონტეკს რომელსაც კაცის მოყტუება არშეუძლია
superkaka22 15 აგვისტო 2019 16:53
ვერ დააყენეს საშველი, ისე 55 მილიონი ძალიან ძვირია, მაგ ფასად ზოგადად უკეთესი ფეხბურთელის მოყვანა შეიძლება, მაგრამ არ უნდათ ჩაჯმული მილანი
ROSSONERO 15 აგვისტო 2019 16:32
სდსდ სწდს ს სდ სდ სდსდ სდსდსდ სდ
ციტატა: Oto
ფაზლი რაღაა :-დ

ჩემ ბავშობაში მოზაიკას ეძახდით დდდ
Oto
Oto 15 აგვისტო 2019 15:37
ფაზლი რაღაა :-დ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image