შევჩენკო: "ამ ნაბიჯს დღემდე ვნანობ"

image
"მილანისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ანდრეი შევჩენკომ "როსონერიდან" ინგლისში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

"ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოჯახთან ერთად მივიღე. "მილანში" რამდენიმე წელი ვთამაშობდი და ბევრი ტიტული მქონა მოპოვებული. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მომავლის ბედი გამერკვია, ამიტომ ახალ კლუბში, ახალ ქვეყანაში გადასვლა ვარჩიე".

"მილანი" ჩემი კარიერის პიკი იყო, ხოლო "ჩელსიში" უკვე ასაკოვანი, 30 წლის, გადავედი. რა თქმა უნდა, იტალიაში გაცილებით ბედნიერი ვიყავი და ამ ნაბიჯს დღემდე ვნანობ, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ლონდონში მივიღე, ასევე საკმაოდ სასარგებლო იყო"
, - განაცხადა ანდრეიმ.

შევჩენკო "მილანური" გრანდის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა და 322 თამაშში 175 გოლი გაიტანა. ანდრეიმ "როსონერისთან" ერთად თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიგო.

2006 წელს კი უკრაინელი ფორვარდი "ჩელსიში" გადავიდა და არც ისე კარგად იასპარეზა - 2 წელიწადში 76 თამაში და 23 გოლი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Arigo 14 აგვისტო 2019 16:40
ცოლის ხუშტურები იყო...
ამერიკელი ცოლი ყავს, პოლონური წარმოშობისა და ლონდონზე აფანატებდა, სმოგიან ქუჩებში სეირნობა ქონია ბავშვობის ოცნებად, წვიმაში და ჟინჟღლში, მზიანი ამინდების სანაცვლოდ
giga qatamadze 14 აგვისტო 2019 00:52
შევა ჯიგარიხარ კი თოხლე მარა არაუშავს შენდა კაკამ შემაყვარა მილანი უფრო ძლიერად ჩემთვის ყოველთვის პირველები იქნებით მილანის ისტორიაში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image