"მილანი" ინგლისში კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს?

image

"მილანის" ნახევარმცველს ფრანკ კესის, რომელიც "შავ-წითლებმა" რამდენიმე კვირის წინ "ატალანტასგან" 22 მილიონად გამოისყიდეს, ინგლისში პრემიერლიგის კლუბ "ვულვზში" გადასვლა შეუძლია.

"Sportitalia"-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით "ვულვზის" ხელმძღვანელობა "როსონერის" უკვე შეუთანხმდა და იტალიურ გრანდს 25 მილიონ ევროსა და, ბონუსის სახით, 3 მილიონს გადაუხდის.

ტრანსფერის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, კესის ფინანსური მოთხოვნები იყოს. "მილანში" ფრანკის ანაზღაურება წელიწადში 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ინგლისში კი მას დაახლოებით 4 მილიონის მიღება სურს. "ვულვერჰემპტონი" ამ ფასის გადასახდელად მზად არაა და შეუძლია, რომ კესის მხოლოდ 2,8 მილიონი გადაუხადოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "მილანიდან" "ვულვზში "თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე გადავიდა. მისი დამატება მგლებს 18 მილიონი ევრო დაუჯდათ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 2

კოკა
კოკა 14 აგვისტო 2019 12:43
კუტრონეს გაყიდვა მითუმეტეს 18 მილიონად შეცდომა იყო ცემი აზრით, კესის შემთხვვაშიც იგივე მგონია
rijkaard 14 აგვისტო 2019 00:57
ინგლისში დაიხურა ფამჯარა უკვე დააგვიანა ამ სტატიამ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image