"ლეაო რონალდოს მახსენებს... მალე "რეალში" ან "ბარსაში" ითამაშებს"

image
"როსონერის" ახალწვეულ რაფაელ ლეაოს ყოფილი მწვრთნელი პორტუგალიელს თანამემამულე რონალდოს ადარებს და თვლის, რომ "მილანის" ფორვარდს თავისუფლად შეუძლია, "რეალში" ან "ბარსელონაში" თამაში.

ტიაგო ფერნანდეში ლეაოს ახალგაზრდულ გუნდში წვრთნიდა "სპორტინგში" მუშაობის დროს. რაფაელის შესახებ ტიაგოს მას შემდეგ გაესაუბრნენ ჟურნალისტები, რაც პორტუგალიელი "მილანში" გადავიდა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

"რაფაელი ნამდვილი ცხრიანია, მაგრამ მას სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ვიტყვი, რომ ის ფენომენს მახსენებს, მას რონალდოსნაირი სისწრაფე, ტექნიკა და ფინიშინგი აქვს. უკეთესი იქნება, თუ ის მეორე სართულზე თამაშს გამოასწორებს, მაგრამ "მილანის" ფანებს მინდა ვუთხრა, რომ ლეაო ნამდვილი ჩემპიონია და მას მარტოს შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი".

"რაფაელს ნამდვილად შეუძლია ნებისმიერ ტოპ კლუბში თამაში, მაგალითად, "რეალში" ან "ბარსელონაში". ის საკმარისად ძლიერია ნებისმიერი გუნდისთვის და წინ დიდი კარიერა ელის"
, - განაცხადა ლეაოს ყოფილმა მწვრთნელმა.

ახალგაზრდა ფორვარდი "მილანმა" მას შემდეგ იყიდა, რაც პატრიკ კუტრონე გაუშვა "ვულვზში" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "როსონერიში" გადასვლამდე ლეაო "ლილში" თამაშობდა და საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა ფრანგულ კლუბში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 6

Arigo 14 აგვისტო 2019 20:43
ნუ კიჭას ჰქონდა ერთი ნაკლი, ეს იყო 2 სართულზე თამაში, სადაც საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ ფეხით ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ მაგას არავინ აქცევდა ყურადღებას
Ragnar 14 აგვისტო 2019 15:57
შეუძლია ნებისმიერ ტოპ კლუბში თამაშიო,ნუ ახლა რომ მილანი ჯერ ვერ აღზევდა ეს ფაქტია მაგრამ ის რაც ითქვა მაინც სირცხვილია.
zurius 14 აგვისტო 2019 11:55
კიჭას ნაირი ვერავინ ვერ იქნება, ის განუმეორებელია. იდეალური ფორვარდი. ნებისმიერ სიმბოლურ გუნდში დავაყენებდი.
ლეაუ....???????????????????? )))
sandro nesta
sandro nesta 14 აგვისტო 2019 09:47
ra naxes amashi fenomenaluri?
rijkaard 14 აგვისტო 2019 09:31
ეტყობა რომ კარგი ტექნიკური არსენალი აქვს ამ ბიჭს. და რაც მთავარია კუნთოვანი ქსოვილი სწორად აქვს განვითარებული რაც ტრავმის ალბათობას ამცირებს
giga qatamadze 14 აგვისტო 2019 00:47
შევეცი ბარსას რეალს და შენც კიდე მილანშია ტიპი და ეს ყლე კაცი რეებს ბაზრობს მოგიტყანთ მთელი ესპანეთი კიდე რეალისდა ბარსას თამადობით ჩვენთვის მხოლოდ ერთი გუნდია და ესაა მილანი

ჯერ რაც ვნახე რონალდოს არა მარა ნიანგს კი გავს ერთნაირი ფენომენები არიან ორივე :D

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image