"მილანის" თავკაცს სათადარიგო გეგმაც აქვს

image
"მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელის შეძენას აპირებს.

"როსონერის" მთავარი სამიზნე ანხელ კორეაა, მაგრამ იტალიელები "ატლეტიკოს" დაყოლიებას ჯერ ვერ ახერხებენ და ამიტომ სათადარიგო გეგმასაც ამზადებენ.

"როხიბლანკოს" თავკაცის, დიეგო სიმეონეს აზრით, კორეა აგვისტოში "ვანდა მეტროპოლიტანოს" დატოვებს, თუმცა "შავ-წითლები" სხვა ვარიანტებს მაინც განიხილავენ და "Corriere dello Sport"-ის ცნობით, არჩევანი ფრანკფურტის "აინტრახტის" ფეხბურთელზე, ანტე რებიჩზე შეაჩერეს.

გერმანელები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და სჯერათ, რომ ხორვატი ფორვარდის შენარჩუნებას მოახერხებენ. იტალიური გამოცემის მიხედვით კი ყველაფერი "ატლეტიკოზე" და ანხელ კორეაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, ხორვატი გარემარბის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 40 მილიონი ევროა

"მილანის" თავკაცს სათადარიგო გეგმაც აქვს
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

ROSSONERO 14 აგვისტო 2019 01:00
ციტატა: Rossoneri11111
ვეღარ გავიგე ჯერ წერთ აფლეტიკო დათანხმდაო მერე წერთ დაყოლიებას ვერ ახერხებენო სანამ დაზუსტებული არ იქნება ინფორმაცია საერთოთ აღარ გავაკეთოთ აქცენტი ჯობია ისედაც დანერვოზებულია აქ ხალხი

როცა არაფერს ვწერთ, მერე თქვენ გვწერთ პასიურობთო galliani

ჰოდა რასაც წერენ პრესაში, ჩვენც იმას ვწერთ ხოლმე
Rossoneri11111
Rossoneri11111 14 აგვისტო 2019 00:37
ვეღარ გავიგე ჯერ წერთ აფლეტიკო დათანხმდაო მერე წერთ დაყოლიებას ვერ ახერხებენო სანამ დაზუსტებული არ იქნება ინფორმაცია საერთოთ აღარ გავაკეთოთ აქცენტი ჯობია ისედაც დანერვოზებულია აქ ხალხი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image