სამი ახალი სახელი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად

ვერეტუტი "რომაში" გადავიდა, პრაეტი "ლესტერში", ხოლო ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი როგორც ჩანს შეუძლებელია. "მილანი" სხვა ვარიანტების განხილვას იწყებს და სამი ახალი კანდიდატი ჰყავს.
პირველი "უდინეზეს" 25 წლის ფეხბურთელი როდრიგო დე პაულია, რომელსაც ფრიულიანელებთან შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა. "უდინეზე" არგენტინელს 35-40 მილიონ ევროდ აფასებს, რაც "როსონერისათვის" დიდი თანხაა, თუმცა არა მიუწვდომელი.
მეორე ვარიანტი მატიას ზარაჩოა "რასინგიდან". დე პაულს, კორეასა და მას ერთი აგენტი ჰყავთ, რაც მოლაპარაკებებს უფრო აიოლებს. ბოლო ვარიანტი კი სტანისლავ ლაბოცკაა "სელტადან", რომლის აგენტმაც "Calciomercato"-სთან ინტერვიუში ლომბარდიული გრანდის ინტერესი დაადასტურა.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 10