"ფიორენტინა" "მილანის" ვარსკვლავის გადაბირებით სატრანსფერო რეკორდის დამყარებას გეგმავს

image
"ფიორენტინა" "მილანის" ვარსკვლავის გადაბირებით სატრანსფერო რეკორდის დამყარებას გეგმავს. ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "იების" ისტორიაში ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება.

საუბარია სუსოზე, რომლის შეძენასაც "რომა" და "ლიონიც" ცდილობდნენ. "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, ფლორენციელების წარმომადგენლები ჯო ბარონე და დანიელე პრადე უკვე შეხვდნენ მალდინის და სავარაუდო ტრანსფერი განიხილეს.

ამ ტრანსფერის ინიციატორი როკო კომისოა, რომელსაც "ფიორენტინასთან" მიმართებაში დიდი გეგმები აქვს და ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, ესპანელი შემტევის გადაბირება "იებს" გაუჭირდებათ, რადგან "მილანმა" "რომასა" და "ლიონის" ყველა შეთავაზება უარით გაისტუმრა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ დანარჩენ ორ კლუბთან შედარებით და ეს უპირატესობა ვინჩენცო მონტელაა, რომელთანაც სუსოს შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს.

"Gazzetta"-ს ინფორმაციით, "ფიორენტინამ" "როსონერის" 30 მილიონი ევრო შესთავაზა + 2 მილიონი ბონუსებით, ხოლო ფეხბურთელს იმავე ანაზრაურება, რაც ლომბარდიულ გრანდში აქვს. "მილანმა" ეს შეთავაზება უარყო, თუმცა "იები" დანებებას არ აპირებენ და ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 7

JAO_MILAN 12 აგვისტო 2019 11:20
ფიორენტინაში ნაღდად არ წავა სუსო, არ წავა მილანზე უფრო სუსტ გუნდში
Arigo 11 აგვისტო 2019 22:26
კიეზაში გაცვლა არ აწყობთ?! და თანაც კასტილიეხოსაც დავუმატებთ ხურდაში...

ასეთ ბარტერს მათთვისაც ერთი დიდი პლუსი აქვს: კიეზა იუვენტუსში აღარ გადავა და მოსისხლე მტრები კიდევ ერთ ვარსკვლავს ვეღარ აახევენ ნაგლად....
Vallanzasca
Vallanzasca 11 აგვისტო 2019 20:49
კიეზაში რო გაცვალონ მაგარი იქნება, კაი ბიჭია თან ახალგაზრდა. ეგ ბარტერი მაგრად კი მოუხდებოდა მილანს
Oto
Oto 11 აგვისტო 2019 20:08
ლიონიც 30 მილიონს თავაზობდა.რომაც.ახლა ფიორეც.დავიჯერო სუსო მეტი არ ღირს თუ მილანის დაგოიმება უნდათ
Milan_fan22 11 აგვისტო 2019 19:42
30 მილიონი გაირჭონ უკან. ან კიეზაში გაგვიცვალონ ან გააიმასქნან
Arigo 11 აგვისტო 2019 19:22
მეგონა კაი 60 მილიონიან შეთავაზებას აკეთებდა +5-10 მილიონი ბონუსებით

აგეთი მათხოვარი მილიარდელი ძალიან იშვიათია, აბრამოვიჩსა და რიბოლოვლევს გადაუჯოკრა სიძუნწეში ტიპმა

ეს დდMTY0, იგივე ხელფასს სთავაზობ, არც კლუბისათვისაა მომხიბვლელი, მაგ ფასად უფრო ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა მაინც შეიძლებოდეს?! აი რატომ უნდა მოუნდს კლუბს გაყიდვა ამ წინადადებაზე და სუსოს რატომ უნდა მოუნდეს მილანიდან ფიორენტინაში წასვლა?!?!?!
ისა და მაგ ფასად კასტილიეხო არ უნდათ? უფრო ახალგაზრდაა და იგივე პოზიციაც... hands
A.Nesta13 11 აგვისტო 2019 18:41
ეს მონტელა სულ ლენჩი მეგონა!! მაგრამ თურმე სურიც ყოფილა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image