დეპაიმ "მილანის" ინტერესზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა

მემფის დეპაიმ "L’Equipe"-სთან ინტერვიუში მომავალ გეგმებზე და "მილანის" ინტერესზე ისაუბრა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში 25 წლის შემტევმა "ევერტონის" შეთავაზება უარყო და პრემიერ ლიგაში გადაბარგებაზე უარი განაცხადა.
"ყველას შეუძლია ისაუბროს ჩემს მომავალზე, მაგრამ ფაქტია მე "ლიონში" ვარ და ამ კლუბისათვის ყველაფერს გავიღებ. არ ვიცი რა იქნება მომავალში, რადგან ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და წინ ბევრი თავგადასავალი მელის."
"წინ ჩემპიონთა ლიგა მელოდება, შემდეგ კი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი. არანაირი სტრესის ქვეშ არ ვარ, ინტერესი არის რამდენიმე კლუბისგან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს." - განაცხადა დეპაიმ.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 3