დიდა: "მას კლუბისთვის საუკეთესო უნდოდა და ამიტომ მოიწვია მალდინი"

image
რამდენიმე დღის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ პაოლო მალდინისა და ზვონიმირ ბობანის შემდეგ, "მილანში" კიდევ ერთი ლეგენდა დიდა ბრუნდება.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი "როსონერის" 17-წლამდელთა გუნდში მეკარეების მწვრთნელი იქნება.

დიდამ "La Gazzetta dello Sport"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ჯერ არ ისურვა.

- "მილანელოზე" კვლავ ფრიალებს ბრაზილიური დროშა...
- "ძალიან სასიამოვნოა, რომ "მილანის" ახალ პროექტში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბრაზილიელები. მე ეს მომწონს, რადგან ბოლო წლებში, კლუბში ძალიან ცოტა ბრაზილიელი იყო. იმედი მაქვს, რომ ისინი "როსონერის" მწვერვალზე დაბრუნებაში დაეხმარებიან, იქ, სადაც ეს გუნდი იმსახურებს ყოფნას. ბრაზილიაში ხშირად ჩნდებიან ტალანტები, უბრალოდ დრო შეიცვალა და ფეხბურთელებს სხვაგვარად ირჩევენ. ევროპულ გუნდებს ახალგაზრდა ბრაზილიელების დამატება სურთ, რადგან შემდგარი ვარსკვლავების სატრანსფერო ღირებულება ძალიან მაღალია".

- პაკეტა, ახლა უკვე დუარტე. "ფლამენგოს" სკოლაში ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელია...
"ისინი ძალიან დიდ ინვესტიციას დებენ ახალგაზრდებში. მათ ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ბიჭების საკუთარ გუნდში მოყვანის შესაძლებლობა გააჩნიათ. "ფლამენგოს" ახალგაზრდულ გუნდებს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვთ. ლოგიკურია, რომ სწორედ მათი ფეხბურთელები მიდიან ევროპაში".

- დუარტე მზადაა?
"მას იტალიურ ფეხბურთში ადაპტაცია სჭირდება. ის ძლიერი მცველია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ბოლო დროს, ბრაზილიელებმა დაცვაში თამაშის ხარისხს მოუმატეს. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი, - "მილანმა" შესანიშნავი ტრანსფერი გააკეთა. გარდა ამისა, მცველისთვის უფრო ადვილია იტალიაში ადაპტაციის გავლა, ვიდრე თავდამსხმელისთვის".

- რაში გამოიხატება მისი ძლიერი მხარე?
"ის მაღალი კლასის მოთამაშეა და ძალიან სწრაფია. ლეოს აქვს შესაძლებლობა ასეთ რთულ კონკურენციაშიც გამოიჩინოს თავი".

- რა პოზიციაზე ხედავთ პაკეტას? ტრეკვარისტად თუ ნახევარ მცველად?
"მას ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება თავდამსხმელების შესაძლებლობებზე. პაკეტას გოლების გატანა უყვარს, რაც უფრო ახლოსაა ის კარებთან, მით უკეთესი. პირველ 6 თვეში მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თავი კარგად გამოიჩინა. ლუკასმა ბევრი ისწავლა, ის ვითარდება. ეს შესაძლოა მისი სეზონი იყოს".

- როგორ ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ლეონარდომ ასე მალე დატოვა “მილანი”?
"ვფიქრობ, ბევრი იყო დამოკიდებული გუნდის შედეგზე. "მილანმა" მთავარ ამოცანას ვერ გაართვა თავი. ძალიან სამწუხაროა, რადგან ლეონარდო ჩემი კარგი მეგობარია. მას კლუბისთვის საუკეთესო უნდოდა და ამიტომ მოიწვია მალდინი".

- რომელია დონარუმასთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე კარგი ვარიანტი?
"იმედი მაქვს, რომ ის დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ჯიჯო ხომ "მილანის" მოთამაშეა, სხვა კლუბზე ოცნება რა საჭიროა. დონარუმა კარგი მეკარეა, მან საგრძნობლად მოუმატა. ის კარგად ხელმძღვანელობს დაცვას და საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას".


დიდამ კარიერა 1992 წელს, ბრაზილიაში დაიწყო, "მილანში" კი 2000 წელს გადავიდა, სადაც გატარებულ 10 სეზონში 7 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის - ორჯერ ჩემპიონთა ლიგის, ერთხელ კი - სერია ა-ს. მეკარემ საფეხბურთო კარიერა 2015 წელს ბრაზილიურ "ინტერნასიონალში" დაასრულა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

ROSSONERO 6 აგვისტო 2019 13:13
მთავარ გუნდში დაენიშნათ რას ერჩოდნენ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image