პიონტეკი: "ამ ჟესტმა ყველა გააგიჟა"

image
"მილანის" პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი სერია A-ს ახალ სეზონს დიდი იმედებით ხვდება. 24 წლის შემტევმა გამოცემა ESPN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი გოლების გასატანადაა დაბადებული და "როსონერიშიც" სწორედ ამ მიზნით გადავიდა.

"საკუთარი თავისგან ყოველთვის ბევრი გოლის გატანას ველი. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ გასული სეზონი საკმაოდ შედეგიანი გამომივიდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ იტალიაში გოლების გატანა რთულია, თუმცა როცა "ჯენოაში" გადავდიოდი, მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა".

"აქ გადმოსულს მუდმივად მესმოდა, რომ თავდამსხმელებს ბომბერებს ეძახდნენ, ჩემი გოლის აღნიშვნაც აქედან წამოვიდა - ბუმ, ბუმ! ამ ჟესტმა ყველა გააგიჟა".

"ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება. იმედია, ორი თავდამსხმელით ვითამაშებთ და ეს ყველაფერი კარგად გამოგვივა, მწვრთნელს დიდი დრო აქვს, რომ სეზონისთვის სათანადოდ მოგვამზადოს".

"მილანს" გასაოცარი ტიფოზები ჰყავს, რაც თავდაჯერებას გვმატებს და მინდა, რომ კარგი სეზონი სწორედ მათთვის ჩავატაროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ".

"როცა პატარა ვიყავი, ბევრი თავდამსხმელის თამაშს ვაკვირდებოდი. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ იყო, მეორე ადგილზე კი ტიერი ანრის დავაყენებდი"
, - ამბობს პოლონელი.

პიონტეკი სერია A-ში გასულ ზაფხულს გადავიდა და სადებიუტო სეზონში 22 გოლის გატანა შეძლო. მან "ჯენოას" მაისურით 13 გოლი გაიტანა, "მილანის" რიგებში კი თავი 9-ჯერ გამოიჩინა. ამ ყველაფერს თასზე გატანილი 8 ბურთიც ემატება. ასე რომ, პოლონელს პირველი იტალიური წელი წარმატებული გამოუვიდა და ჯამში მეტოქეები 30-ჯერ დაამწუხრა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 5

JAO_MILAN 5 აგვისტო 2019 22:47
შენ გოლები გაიტანე როგორც გინდა ისე აღნიშნე, ძაან მძიმედ ითამაშე პრეს სეზონის შეხვედრები, დამსუბუქება გჭირდება u1bsm inzaghivs3jd9
Oto
Oto 5 აგვისტო 2019 22:31
ამ სეზონში დიდი კონკურენცია უნდა იყოს ყველა პოზიციაზე და იმედია სასიკეთოდ წაადგება ფეხბრთელებსაც და გუნდსაც
ROSSONERO 5 აგვისტო 2019 22:28
25 გოლი გაიტანოს და თუ უნდა სულ არ გაინძრეს ისე ქნას galliani
Zeon 5 აგვისტო 2019 21:27
ციტატა: superkaka22
ეს 30 მეტრიან სტარტებზე სირბილით უნდა გახეთქო თორე ძაან დამძღნერდა

დალაგდება ,შევა ფორმაში ამას პასი პასები უნდა ,პოზიციას კარგად ირჩევს .
superkaka22 5 აგვისტო 2019 19:30
ეს 30 მეტრიან სტარტებზე სირბილით უნდა გახეთქო თორე ძაან დამძღნერდა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image