პიონტეკი: "9 ნომრის არ მეშინია"

image

კშიშტოფ პიონტეკმა "La Gazzetta dello Sport"-თან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ახალ სათამაშო ნომერზე.

"ყველა საუკეთესო თავდამსხმელს 9 ნომერი აქვს: ლევანდოვსკის, სუარესს, ბენზემას, კეინს. მე დავამტკიცე, რომ ამ ნომრის ტარების ღირსი ვარ. ვთქვი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი და ამ პატივს დავიმსახურებდი, ასეც მოხდა. ცრუ რწმენების არ მჯერა, 9 ნომრის არ მეშინია."

"ვერ გეტყვით რამდენ გოლს გავიტან ახალ სეზონში, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ჩემი მიზანია საკუთარი თავი გავაუმჯობესო და ყოველ ახალ სეზონში იმაზე მეტი გავიტანო, ვიდრე წინა სეზონში."

"ორი კომპონენტია, რაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო. პირველი მარცხენა ფეხით გოლების გატანაა, რაც ამჟამად მიჭირს. მეორე კი შორეული დარტყმები, 20-25 მეტრიდანაც მინდა ბევრი გოლი გავიტანო."

"ვადასტურებ, ჯამპაოლო ფეხბურთის ოსტატია. მისი ტაქტიკური ხედვა უბრალოდ შეუდარებელია. იტალიაში ოთხ მწვრთნელთან მიმუშავია, რომლებიც საკმაოდ ძლიერები იყვნენ, მარკო მეხუთეა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯამპაოლო ტაქტიკური თვალსაზრისით უდაოდ საუკეთესოა."

"გატუზო "მილანის" ლეგენდაა. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. მწვრთნელის ამპლუაშიც ისეთივე თავზეხელაღებული იყო, როგორიც ფეხბურთელობის დროს. მომავალზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ნაკრების შემადგენლობაში კი ევროპის ჩემპიონი გავხდე."
- განაცხადა პიონტეკმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image