"მილანმა" კორეას სანაცვლოდ "ლაციოს" შეთავაზება გაუკეთა

image
"ლაციომ" ხოაკინ კორეას შეთავაზებაზე "ნაპოლი" და "ატლეტიკო" უარით გაისტუმრა, თუმცა ჰორიზონტზე "მილანი" გამოჩნდა, რომელმაც "არწივებს" საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართა.

"Il Tempo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამპაოლოს დავალებით "როსონერიმ" რომაელებს არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს + პატრიკ კუტრონე შესთავაზეს.

კლაუდიო ლოტიტო გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 60 მილიონ ევროდ აფასებს, ამიტომ როგორც უკვე გითხარით "ნაპოლისა" და "ატლეტიკოს" 30 მილიონიანი შეთავაზება უმალვე უარით გაისტუმრა.

შესაძლოა ტრანსფერში კუტრონეს ჩართვამ დედაქალაქელები დააფიქროს, თუმცა პატრიკის ფასი 30 მილიონი ევროა და საერთო შეთავაზება 50 მილიონს უტოლდება, ამიტომ დიდი ალბათობით "ლაციო" ამ შეთავაზებას უარყოფს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Arigo 12 ივლისი 2019 22:11
სხვათა შორის, ურიგო შეთავაზება არაა და ლაციოსაც დაფიქრება მოუწევს... 9-იანი ვინ ყავთ? იმობილე არა? 30 უკაკუნებს და მარტო მაგის იმედად ყოფნა აწყობთ? არა მგონია
bbona22
bbona22 12 ივლისი 2019 20:44
ამ სეზონში მილანი თუ ლიგაზე ვერ გავა ჩათვალეთ რო გუნდი სერია ბ ში გავარდება, ნახევარი გუნდი გაიყიდება რამე გააკეთონ ჯერჯერჯობით ნორმალურიც კი არავინ მოუყვანიათ რა გახდა ერთი ძლიერი ნახევარმცველი მოიყვანონ ეს ტორეირა ან სებალიოსი, ფეკირი,ზიეჩი რომაც საკმაოდ ძლიერდება და ლაციოც კაცმა არ იცის რას იზავს .

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image