ჯაკობელი: "მილანმა" არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო"

image

ავტორიტეტული გამოცემა "Corriere dello Sport"-ის ექს გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ ჯაკობელიმ, "Milannews.it"- ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც ისაუბრა "მილანის" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

"სან სირო"? ის ფაქტი, რომ "მილანმა" და "ინტერმა" წარმოადგინეს ახალი სტადიონის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ეს პროცესი ხანგრძლივია და დიდ შემართებას საჭიროებს, მაგრამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია."

"მარკო ჯამპაოლო? ვწუხვარ ჯენარო გატუზოზე. მას დიდი პასუხისმგებლობა და შრომა დააწვა კისერზე. რინომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. "შავ-წითლებს" უფრო გამოცდილი თავკაცი ესაჭიროებოდათ. ის შესანიშნავი ადამიანია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა "მილანს" ახალ საფეხურზე გადასვლა სჭირდებოდა. იმედი მაქვს უფრო ძლიერი დაბრუნდება გუნდში. ამასთანავე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ "როსონერის" ხელმძღვანელობამ, მარკო ჯამპაოლოს მოყვანით უდიდესი ნაბიჯი გადადგა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია იტალიაში, დიდი გამოცდილებით. მალდინი და ბობანი მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და მათი ძალიან კარგად მესმის."

"დონარუმა? ამჟამად, "მილანი" არ საჭიროებს მის გაყიდვას, თუმცა მის თაობაზე ძალიან კარგი შემოთავაზებებია და არ ვიცი კლუბი რას გადაწყვეტს."

"ვერეტუ? ვიცი, რომ ლომბარდიულ გრანდს დიდი ინტერესები აქვს მის მიმართ და ეს არც არის გასაკვირი. ჯორდანი კარგი ფეხბურთელია." - განაცხადა ხავიერმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

Paqueta 11 ივლისი 2019 13:00
Am kacis mjera me lichnad
bona2
bona2 11 ივლისი 2019 03:23
ბენასერზე ცოტა გართულდა სიტუაცია, მილანი სებალიოს მიუბრუნდა მარა დიდი ალბათობით ინგლისში წავა ვერტოუს საქმე 50-50.
ლაიფციგს ხო უნდოდა ჩალხანა წაიყვანონ ან ფორსბერგში გაცვალონ.
თორნიკე123
თორნიკე123 11 ივლისი 2019 01:47
იმედია სტადიონის ამბავი ინტერთან ერთად ჩაიშლება,მირჩევნია სან სირო გამოისყიდონ ან მარტომ ააშენონ ინტერის გარეშე მარა სან სიროს თავის ხიბლი აქვს რა.ხო ვიცი რო საკუთარი სტადიონი დიდი შემოსავლების გარანტია მარა მაინც სან სირო

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image