9 ნომერი | ინძაგიდან პიონტეკამდე

image
ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან "მილანის" 9 ნომრიანი მაისურის ზემოთ პოლონელი კრიშტოფ პიონტეკის სახელი და გვარი დაიწერება. აღსანიშნავია, რომ ამ ნომერს ფილიპო ინძაგის შემდეგ "ღირსეული" მატარებელი არ ჰყოლია.

2012 წლიდან დაიწყო სწორედ ის "უბედურება", რაც ამ ნომერს ახლდა თან. სწორედ ამ პერიოდში დატოვა ფილიპო ინძაგიმ "მილანის" რიგები. მას შემდეგ კი 9 ნომერი ისეთმა ფეხბურთელებმა ჩაიბარეს, როგორებიც იყვნენ ალეშანდრო პატო (12/13), ალესანდრო მატრი (13/14), მატია დესტრო (14/15), ფერნანდო ტორესი (14/15), ლუის ადრიანო (15/16), ჯანლუკა ლაპადულა (16/17), ანდრე სილვა (17/18) და გონსალო იგუაინი (18/19). დამეთანხმებით, რომ ამ სიაში ვერ ამოიკითხება ფეხბურთელი, რომელმაც კონკურენცია გაუწია პიპოს- ამ ნომრის უკანაკნელ ღირსეულ მატარებელს.

მაგრამ გამოჩნდა 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც "როსონერის" "ჯენოადან" შეუერთდა- ყველასთვის იმედისმომცემი კრიშტოფ პიონტეკი, ბიჭი ახალი გამოწვევებითა და ამბიციებით. მან "შავ-წითელი" მაისურით 11-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა და განსაკუთრებით დაამახსოვრა ტიფოზებს თავისი სახელი. სწორედ აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის იმსახურებდა ციფრს, რომელსაც დიდებული თავდამსხმელები ატარებენ. ვიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, "მილანს" ასეთი მოთამაშე კაი ხანია არ ჰყოლია.

ალბათ ყველასთვის სასურველია (აგრეთვე მოსალოდნელიც), რომ ამ ნავსს სწორედ პიონტეკი გატეხს, რომელიც ასე კარგად მიიწევს წინ და მომავალში შესაძლებლობების მაქსიმუმს გვპირდება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 5

JAO_MILAN 11 ივლისი 2019 23:08
პიონტეკი ახსნის სასიკვდილო დამღას 9 ნომერს, კარგი კოლეგები ესაჭიროება მოედანზე
william265 11 ივლისი 2019 17:16

იგუს მილანში სათამაშო მოტივაცია არ ქონდა. ამ გუნდში იყო და სახეზე მძ*ნერი ესვა... ესე არ შეიძლება....

პატო ბარბარიკასთან სექსებში დაიტრამვა და კუნთები დაეჭიმა თორე კარგი ცხრიანი იქნებოდა :ფ
პატოს და იგუაინს რას ერჩით. ერთი ტრამვებმა გააწამა მეორე უპერსპექტივობამ. თორე ორივე მაგარი იყო
Arigo 10 ივლისი 2019 21:23
პატო კარგი იყო...
მოიხედავად ბრაზილიელობისა, კარგად ვიყავი მის მიმართ განწყობილი, მეიმედებოდა, მაგრამმმმმმ...
ტრამვები და ბარბაბაბაბაბაბაარარარარა
Nero 10 ივლისი 2019 21:22
იმედია პიო პიო გატეხავს ამ 9 ნომრის წყევლას

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image