ფაბრისიო კორსი: "ყველაფერი 48 საათში გადაწყდება"

"ემპოლის" პრეზიდენტმა, ფაბრისიო კორსიმ, "Calciomercato.com"- ს მისცა ინტერვიუ, სადაც ისაუბრა მის გუნდსა და "მილანს" შორის ისმაელ ბენასერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
"მიუხედავად ჩამოქვეითებისა, ვთვლი, რომ ეს სეზონი კარგად ჩავატარეთ. ჩემმა ბიჭებმა ღირსეული მოწინააღმდეგეების წინაშე გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი და მათ მადლობას ვუხდი ამისთვის. ასევე, "ემპოლის" რიგებიდან ბევრმა ახალგაზრდამ გამოიჩინა თავი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ."
"კრუნიჩი? ვთვლი, რომ ეს ფეხბურთელი "როსონერისთვის" კარგი შენაძენია. იმედს ვიქონიებ, რომ "შავ-წითელი" მაისურით ასპარეზობა დიდ სტიმულს მისცემს და ვარსკვლავად ჩამოაყალიბებს მას."
"ბენასერი? ვიცი, რომ მოთამაშის აგენტსა და "როსონერის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია და ეს ტრანსფერი უახლოეს 48 საათში გადაწყდება. ეს შესანიშნავი შანსია ბენასერისთვის და ამ წინადადების უარყოფა სისულელე იქნება და მეტი არაფერი."- განაცხადა კორსიმ.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 1