კრუნიჩი: "მილანი?" ჩემი ოცნება ახდა"

image
როგორც მოგეხსენებათ, ბოსნიელი რადე კრუნიჩი ოფიციალურად "როსონერის" შეუერთდა. წინა სეზონი მან "ემპოლიში" გაატარა, თუმცა სერია ბ-ში ჩამოქვეითებამ ახალ კლუბში გადასვლა გადააწყვეტინა. სოციალური ქსელის მეშვეობით მოვიპოვეთ ინტერვიუ მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

"მილანი"? ჩემი ოცნება ახდა. "შავ-წითელი" მაისურით ასპარეზობით მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჯამპაოლო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო იტალიაში და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. ჩემთვის, ის დიდებული მწვრთნელია და იმსახურებდა ისეთი დიდი კლუბის თავკაცობას, როგორიც "როსონერია". მჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ".

"ბობანი და მალდინი? ორივე დიდებული "მილანის" ნაწილია და მე მათ უდიდეს პატივს ვცემ. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთლები."

"სან-სიროზე" ასპარეზობა? იტალიაში ძალიან ბევრი გუნდის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ამ სტადიონზე გამოსვლა ჩემში ყოველთვის შიშს აღძრავდა. მიხარია, რომ ახლა სწორედ აქ მომიწევს ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა."

"კუმირი? კაკა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო თავდასმით ფეხბურთს თამაშობდა, მაინც ვამსგავსებ ჩვენს თავს ერთმანეთს. ყოველთვის მომწონდა მისი სტილი. იმედი მაქვს, ისე დავიმსახურებ გულშემატკივრების სიყვარულს, როგორც ეს რიკარდომ მოახერხა."- განაცხადა კრუნიჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image