ოფიციალურად: რადე კრუნიჩი "მილანის" ფეხბურთელია

image
ბოსნიელი ნახევარმცველი რადე კრუნიჩი ოფიციალურად "მილანის" ფეხბურთელია. როსონერის მისი შეძენა 8 მილიონი დაუჯდა, რასაც ბონუსებიც ემატება. კრუნიჩმა ხელი ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა.

მოთამაშე უკვე მზადაა კლუბთან სავარჯიშოდ. კრუნიჩის მონაგარი გასულ სეზონზე შემდეგია: ხუთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა სერია ა-ს 33 შეხვედრაში.

"მილანი" მალე ემპოლის კიდევ ერთ ნახევარმცველს, ისმაელ ბენასერს გაიფორმებს, რომელიც ამჟამად აფრიკის თასისთვის იბრძვის ალჟირთან ერთად.

"როსონერის" ოფიციალურმა საიტმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა: ზედმეტსახელი? დერა. საყვარელი ფერი? შავი. მარტოხელა? კი. ძაღლები თუ კატები? ძაღლები. ხორცი თუ თევზი? თევზი. საყვარელი ფილმი? ჯონ ვიკი. საყვარელი ფეხი? მარჯვენა. კუმირი? კაკა.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" გამოისყიდა კესიე, რომელიც 2 წლიანი იჯარით იმყოფებოდა როსონერიში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

william265 9 ივლისი 2019 15:56

აჭარანეტის კითხვა: კნუტები თუ სელფები? galliani galliani
Shevchenko 9 ივლისი 2019 12:38
ციტატა: JAO_MILAN
ისე კესიეს დაიტოვებდა კაცი, არ არის წყალწაღებული ფეხბურთელი, გამოდგება მილანში, ბენასერისაც არა უშავს, მაგრამ კრუნიჩის არ მეიმედება

ბენასერის მაგრად მჯერა არ ვიცი რატო
JAO_MILAN 9 ივლისი 2019 11:32
ისე კესიეს დაიტოვებდა კაცი, არ არის წყალწაღებული ფეხბურთელი, გამოდგება მილანში, ბენასერისაც არა უშავს, მაგრამ კრუნიჩის არ მეიმედება
superkaka22 8 ივლისი 2019 23:44
კესიეს გამოსყიდვა კარგი ამბავია, მე რატომღაც ამ ბიჭის მეიმედება.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image