"მილანმა" "ფიორენტინას" საბოლოო შეთავაზება გაუკეთა

image
კრუნიჩი და ბენასერი საკმარისი არაა. "მილანი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას კვლავ ცდილობს და შემდეგი სამიზნე ჯორდან ვერეტუტია. "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, "როსონერიმ" "ფიორენტინას" საბოლოო შეთავაზება გაუკეთა.

ფლორენციელები 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ლომბარდიული გრანდი შემდეგ შეთავაზებას უკეთებს: 15 მილიონს + ლუკას ბილია. არგენტინელი ვინჩენცო მონტელას საყვარელი ფეხბურთელია და ამ შეთავაზებას დათანხმდება კიდეც, თუმცა პრობლემა ბილიას მაღალ ანაზღაურებაშია.

"მილანის" გარდა საბოლოო შეთავაზებები გააკეთეს "ნაპოლიმ" და "რომამაც". "პანტენოპეი" "იებს" ოუნასის სახით პირდაპირ ბარტერს სთავაზობს, ხოლო "ჯალოროსი" 10 მილიონს + დეფრელს. საბოლოო სიტყვა "ფიორენტინაზეა", თუმცა თუ ზემოთ ხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, ფრანგ ნახევარმცველს "სან სიროზე" თამაშის პერსპექტივა ყველაზე მეტად ხიბლავს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

superkaka22 საიტზეა
superkaka22 8 ივლისი 2019 16:20
როგორც ჩანს სებალიოსს შეეშვნენ, ვერტუტი როგორია არ ვიცი
Shevchenko 8 ივლისი 2019 15:21
ბენასერზე რა ხდება?

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image