"მილანი" "ფიორენტინას" ვერეტუტის სანაცვლოდ სამ ფეხბურთელს სთავაზობს

image
"მილანი" "ფიორენტინას" ჯორდან ვერეტუტის სანაცვლოდ სამ ფეხბურთელს სთავაზობს. პაოლო მალდინი ფრედერიკ მასარასთან ერთად "ფიორენტინას" სპორტულ დირექტორს დანიელე პრადეს შეხვდა, რათა 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

ალფრედო პედულას მტკიცებით, ფლორენციელები ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა "როსონერის" ალტერნატიული შეთავაზება აქვს. ლომბარდიული გრანდი "იებს" ვერეტუტის სანაცვლოდ ივან სტრინიჩსა და ლუკას ბილიას სთავაზობს და ამას პლუს პატრიკ კუტრონეს ერთ წლიან მშრალ არენდას.

"ფიორენტინას" "რომას" შეთავაზება უფრო მოსწონს. დედაქალაქები მზად არიან ზემოთ აღნიშნული თანხა პირდაპირ გადაიხადონ, თუმცა ფლორენციელები ამ შეთავაზებამ დააფიქრა, რადგან ბილია და კუტრონე მონტელას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელები არიან.

ამას ემატება ის ფაქტი, რომ ჯორდანს "მილანის" პროექტი მოსწონს და მისთვის პრიორიტეტული "სან სიროზე" გადაბარგებაა. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა და მხოლოდ "იების" თანხმობაღაა დარჩენილი.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 5

superkaka22 საიტზეა
superkaka22 5 ივლისი 2019 13:20
ისე ბილია და სტრინიჩი ჯამში 25 მილიონი კი არა მაქსიმუმ 17 მილიონიღირდეს და კუტრონეს მშრალი იჯარა 8 მილიონი ნაღდად არ ღირს, ბილია მისცენ და თანა დაუმატონ 10 მილიონი, ან ბილია სტრინიჩი და 5-7 მილიონი თანხა
faraon(^_^) 5 ივლისი 2019 13:19
15 კიარა ოციც დაუმატონ ძან მაგარი ბიჯია
zurius 5 ივლისი 2019 13:10
რუსული საიტი იწერება მილანი ცდილობს ვულვზს მოურიგდეს და სილვა გაცვალოს რუბენ ნევესში. ვულვზი თანხის დამატებას ითხოვს + 15 მილიონი.
რუბენ ნევეში ძალიან მომწონს.

ვერეტუტზე ეგ თუ მართალია და თუ გამოვიდა ძალიან მაგარი გარიგება იქნება.
faraon(^_^) 5 ივლისი 2019 13:07
არამგონია კუტრონეს მშალ იჯარას დათანხმდნენ ბილიას წაიყვანენ ალბათ
superkaka22 საიტზეა
superkaka22 5 ივლისი 2019 12:42
რადგან კუტრონეს ერთ წლიან მშრალ არენდას სთავაზობენ ესეიგი თავდამსხმელი მოყავთ, კაი ვთქვათ ერთი ანდრე სილვაა, რომელიც გუნდში რჩება მეორე ხო გვინდა სკამზე, იმედია მესამე თავდამსხმელად სუსოს არ განიხილავს და გუნდი პიონტეკი ანდრე სილვა სუსოს იმედზე არ იქნება.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image