დი მარციო: მილანი ხორვატი ტალანტით დაინტერესდა

image
მილანის ინტერესი ხორვატი ფეხბურთელების მიმართ გრძელდება. პარასკევ საღამოს ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ როსონერი დინამო ზაგრების ნახევარმცველით დაინტერესდა.

ზვონიმირ ბობანის მილანურმა კარიერამ არ დააყოვნა და პირველი მითქმა-მოთქმა როსონერის მხრიდან ხორვატების მიმართ ინტერესებზე დაიწყო. ამჟამად საუბარია ნიკოლა მოროზე.

დი მარციოს თქმით კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და შესაბამისად ინტერესიც შესაძლოა სერიოზულად იქნას აღქმული.

გასათვალისწინებელია ბობანის ფაქტორი, რადგან იგი მრავალი ხორვატი ფეხბურთელისთვის წარმოადგენს კერპს.

ნიკოლა მორო 21 წლის ახალგაზრდაა, რომლის კარიერაც არც ისე კარგად დაიწყო. ფეხბურთელმა 2 წლის წინ წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო. წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება ნიშნავს ამ იოგის გაწყვეტას. იოგი მუხლის სახსრის შიგნით მდებარეობს. აღნიშნული ტრავმა ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

ფეხბურთელმა 2018-19 წლის სეზონში დინამო ზაგრების მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მისი სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის მიხედვით 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად დი მარციოს ავტორიტეტისა, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მილანს უფრო დიდი ამბიციები აქვს და მოროს მიმართ ინტერესი შესაძლოა მხოლოდ მასში დანახულ პოტენციალს გულისხმობდეს და ცენტრის გაძლიერება მხოლოდ მის მიმართ არსებული ინტერესით არ შემოიფარგლება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 12

ViniciusJunior 17 ივნისი 2019 09:09
მაინცდამაინც ინვალიდი რატო მოუნდათ ? ვიდეოებში ჭიჭეიშვილიც მაგარი ტიპია

ციტატა: taba7
ციტატა: პაპა კარლო
ეს თუ ტალანტია კუტრონე ვარსკვლავი ყოფილა დდდდდდდდ

კუტრონეს ფასი ამრტო გრძელი პასია ქვს ამას wink

ციტატა: taba7
ციტატა: პაპა კარლო
ეს თუ ტალანტია კუტრონე ვარსკვლავი ყოფილა დდდდდდდდ

კუტრონეს ფასი ამრტო გრძელი პასია ქვს ამას wink

https://www.youtube.com/watch?v=TVq6Rcnp_EQ

კიკი ვიდეოებში ყველამაგარია ვიდეოს არშეიძლება დავეყრდნოთ
A.Nesta13 16 ივნისი 2019 17:26
ვინაა საერთოდ?????!! ან რა ბანძ ვითომ პერსპექტიულ ფეხბურთელებს ეძებენ!!! გამოცდილები მოიყვანონ... ელიოტის და გაზიდისის პერსპექტიული დდშვც......!!!!
vano-milani
vano-milani 16 ივნისი 2019 11:29
გამოცდილი გვინდა გუნდში
JAO_MILAN 16 ივნისი 2019 10:30
შემდგარი ფეხბურთელებით გააძლიერონ მილანი, ტალანტებზე და ამომავალ ვარსკვლავებზე შემდეგ იმუშაონ
italy 15 ივნისი 2019 23:02
პერსპექტიულ ფეხბურთელებს დროებით შეეშვან. თუ მაინც და მაინც ახალგაზრდებზე აქვთ აქცენტი გაიხედონ პრიმავერაში. გუნდის შენება კი ცოტა გამოცდილი ფეხბურთელებით დაიწყონ.

პირველივე წელს იუვენტუსს რო ვერ ვაჯობებთ სერიალში გასაგებია, მაგრამ ლიგაზე მაინც უნდა დააბრუნოს ჯამპაოლომ და პერსპექტიული ფეხბურთელებით ეგ არმოხდება. ეგ უფრო გრძელვადიანი გეგმებისთვის გამოდგება, ამ ეტაპზე კი შედეგი გვჭირდება და რაღაც დადებითი
Arigo 15 ივნისი 2019 19:32
ხორვატი ტალანტი?
ალენ ჰალილოვიჩი ხომ გვყავდა?!
ძალიან ტექნილური და მოძრავი, არაორდინალური ფეხბურთელი, კარგი მწვრთნელის ხელში ათამაშდებოდა...
რავი, გაუშვეს... ეხლა სხვა საეჭვო "ტალანტს" მიადგნენ
taba7 15 ივნისი 2019 13:51
ციტატა: პაპა კარლო
ეს თუ ტალანტია კუტრონე ვარსკვლავი ყოფილა დდდდდდდდ

კუტრონეს ფასი ამრტო გრძელი პასია ქვს ამას wink

ციტატა: taba7
ციტატა: პაპა კარლო
ეს თუ ტალანტია კუტრონე ვარსკვლავი ყოფილა დდდდდდდდ

კუტრონეს ფასი ამრტო გრძელი პასია ქვს ამას wink

https://www.youtube.com/watch?v=TVq6Rcnp_EQ
rossoneri1111
rossoneri1111 15 ივნისი 2019 13:25
რამდენი პერსპექტიული მოვიყვანეთ იმდენი დაიაკრგა პრიმავერას ვერ ამოცდენ ად აღარ გვინდა რა მივაწვეთ გამოცდილებს
ეს თუ ტალანტია კუტრონე ვარსკვლავი ყოფილა დდდდდდდდ
ციტატა: Shevchenko
ციტატა: გასპარე ასპანუ პიშოტა
კაია ახალგაზრდა ტალანტები, მაგრამ ცოტა გამოცდილისკენაც გაიხედეთ.

შეიძლება ჭორიცაა, ეხლა უამრავი რაღაც დაიწერება და ვერც გაიგებ რომელია სიმართლე.
ჰო სანამ 1 ივლისი არ დადგება მანამდე ალბათ, ყველა სიახლე არასანდოა.
Shevchenko 15 ივნისი 2019 11:31
ციტატა: გასპარე ასპანუ პიშოტა
კაია ახალგაზრდა ტალანტები, მაგრამ ცოტა გამოცდილისკენაც გაიხედეთ.

შეიძლება ჭორიცაა, ეხლა უამრავი რაღაც დაიწერება და ვერც გაიგებ რომელია სიმართლე.
კაია ახალგაზრდა ტალანტები, მაგრამ ცოტა გამოცდილისკენაც გაიხედეთ.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image