ოფიციალურად: პაოლო მალდინიმ და ზვონიმირ ბობანმა მილანური როლები მოირგეს

image

დიდი ხანია იწერება იმაზე, რომ მალდინი ჩაიბარებს ტექნიკური დირექტორის პოსტს, ხოლო ზვონიმირ ბობანი სახლში დაბრუნდება. ეს ინფორმაცია რამოდენიმე წუთის წინ გაოფიციალურდა.

მალდინიმ ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა და მან ლეონარდო ჩაანაცვლა, ხოლო ბობანი საფეხბურთო ოფიცერი გახდა. ამ უკანასკნელის ფუნქცია იქნება სპორტული აქტივობების კოორდინაცია და მეთვალყურეობა. მალდინიც და ბობანიც მჭიდრო ურთიერთობაში იქნებიან ივან გაზიდისთან.

“ბობანი? მე აღფრთოვანებული ვარ ზვონის სახლში, ჩვენს მილანში დაბრუნებით. მალდინი? მე ძალიან მოხარული ვარ რომ ის ჩვენთანაა. მასთან ერთად ჩვენ შევძლებთ მილანი ვაქციოთ თანამედროვე კლუბად, რომელიც დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით” - აღნიშნა ივან გაზიდისმა.

ბობანმა კი ოფიციალურ საიტს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი საყვარელ მილანში და ჩემს წვლილს შევიტან მის (მილანის) იქ დაბრუნებაში, რასაც იგი იმსახურებს. მილანი უნდა იყოს მოწინავე და გამარჯვებული კლუბი მისი უნიკალური ისტორიის, ფანების და გრძნობების გამო.

მე ყველაფერს გავიღებ შავ-წითელი ფერების გამო. როცა პაოლომ დამირეკა და მანქანაში ჩავჯექი და შუა ღამით მივედი მასთან სახლში, რათა ყველაფერი გამერკვია.

ყველაფერი ნათელი გახდა ივან გაზიდისთან და კლუბის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ. და მე აქ ვარ, ჩემს ქალაქში, კლუბში, რომელიც მიყვარს და იმ ადგილას, რომელმაც მე ბევრი მომცა.

შეუძლებელი იყო უარი მეთქვა, Forza Milan


ზვონიმირ ბობანი, რომელიც ზაგრების დინამოდან მილანში 1991 წელს გადავიდა, 9 წლის განმავლობაში შავ-წითელი ფერების წარმატებისთვის იბრძოდა და კლუბის ნამდვილ ლეგენდად იქცა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 8

Sansiro99
Sansiro99 14 ივნისი 2019 17:48
ჯერ ნუ აყვებით ემოციებს და იმედებს შარშანაც და მაგის წინაც დიდი იმედები გაგვიქრა და შევხედოთ როცა იმედი მქონდა სულ ჩაკუკენ. ვნახოთ ეს ბობანია თუ შომბალი რასიზამენ
ბრავო ბრავო და ბრავო!!! ესე არავის სიტყვებს აუჩუყებია გული ჩემთვის.
william265 14 ივნისი 2019 17:24

ბობანის კანდიდატურას მივესალმები ყველა გაგებით იდეალური მენეჯერი იქნება. კრიტიკული იყო ყოველთვის მილანში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მიმართ და ფიფაშიც მიიღო გამოცდილება...

ისე ფიფას მაგივრად უეფაში რო ქონოდა ნამუშევარი ცოტა უფრო მეტად გამოგვადგებოდა galliani galliani galliani
Shevchenko 14 ივნისი 2019 17:15
ციტატა: rijkaard
ციტატა: Shevchenko
კი ვიცოდით, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა. ბობანის სიტყვებმა კიდე მაგრად გაასწორა, რომ ამ ფერებს ვერასდროს ეტყვი უარს. არ მგონია, რომ ამ სიტყვების ავტორი გუნდში იმიტომ მოვიდეს რო კაი ხელფასი შესთავაზეს (არანაკლები ექნებოდა ფიფაში), არც ის მგონია რომ უფრო თესლ პოზიციაზე მოვიდა, ვიდრე აქამდე იყო. მგონია რომ უყვარს ეს ფერები და უყვარს ეს გუნდი, რომელშიც ამდენი წელი გაატარა და ამ სიყვარულს კარგი პროექტის ფარგლებში საქმით გამოხატავს. შესაბამისად, ისევ პოზიტიურად ვარ განწყობილი გუნდის მომავლის მიმართ.

გეთანხმები ძალიან მაგარი პოსტი დატოვა და დატოვა მილანის გამო ეს ხალხი დიდი ძალაა დიდი მენტალიტეტით დიდი ურთიერთობებით ბობანის სიტყვების გამო ცრემლის შეკავება მიჭირს რამხელა გრძნობით საუბრობს მილანზე. ისე სულ ხისტი იყო ხელმძღვანელობის მიმართ სულ ტკიოდა მილანის კრახი. ლეონარდო კარგი სელექციონერია მაგრამ ტრაკია ისიც მგონია რომ ისევ უკეთესი ფულის გამო გაიქცა პარიზში. დატოვა თUარა პოსტი ეგრევე დასაქმდა და წინასწარ ექნებოდა გაჩარხული საქმე. მოკლედ კლუბში ისეთი ხალხი მოვიდა ძნელია ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი


ნაღდად არ ვიცნობ არც ბობანს და არც ლეონარდოს wink მაგრამ აი ტიპების ძველი ინტერვიუების და ზოგადად საჯარო სივრცეში მათი ქცევის შეფასება ხო შესაძლებელია? ეს ის ტიპი ჩანს, რომელიც არ ერიდებოდა სიმართლის თქმას და სახეში ახლიდა ყველას რასაც ფიქრობდა, ეგ ან გამოადგება მილანში და მილანს ან გაბრაზდება და წავა, ყოველშემთხვევაში რადგან მოვიდა იმას ნიშნავს, რომ კარგი პროექტი აქვს ხელმძღვანელობას. რავი, შეიძლება ვცდები და კიდე ერთი ოპტიმისტური ახირებაა იდიოტივით, მაგრამ რაღაც პონტში იმედი მაქვს.

გარდა ამისა, მალდინი და ბობანი კლუბისთვის და ნებისმიერი აქ მოთამაშე ფეხბურთელისთვის არის უდიდესი ფაქტორი. იუვეს და ინტერის თამაშებს რო ვუყურებდი და იქ ნედვედი და ზანეტი ისხდნენ, მაგრად მიხაროდა და მინდოდა რო ჩემი კლუბიც ესე ყოფილიყო. ეგ დამატებითი მუხტია პროფესიონალიზმს რო თავი დავანებოთ.
rijkaard 14 ივნისი 2019 17:12
ციტატა: Shevchenko
კი ვიცოდით, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა. ბობანის სიტყვებმა კიდე მაგრად გაასწორა, რომ ამ ფერებს ვერასდროს ეტყვი უარს. არ მგონია, რომ ამ სიტყვების ავტორი გუნდში იმიტომ მოვიდეს რო კაი ხელფასი შესთავაზეს (არანაკლები ექნებოდა ფიფაში), არც ის მგონია რომ უფრო თესლ პოზიციაზე მოვიდა, ვიდრე აქამდე იყო. მგონია რომ უყვარს ეს ფერები და უყვარს ეს გუნდი, რომელშიც ამდენი წელი გაატარა და ამ სიყვარულს კარგი პროექტის ფარგლებში საქმით გამოხატავს. შესაბამისად, ისევ პოზიტიურად ვარ განწყობილი გუნდის მომავლის მიმართ.

გეთანხმები ძალიან მაგარი პოსტი დატოვა და დატოვა მილანის გამო ეს ხალხი დიდი ძალაა დიდი მენტალიტეტით დიდი ურთიერთობებით ბობანის სიტყვების გამო ცრემლის შეკავება მიჭირს რამხელა გრძნობით საუბრობს მილანზე. ისე სულ ხისტი იყო ხელმძღვანელობის მიმართ სულ ტკიოდა მილანის კრახი. ლეონარდო კარგი სელექციონერია მაგრამ ტრაკია ისიც მგონია რომ ისევ უკეთესი ფულის გამო გაიქცა პარიზში. დატოვა თUარა პოსტი ეგრევე დასაქმდა და წინასწარ ექნებოდა გაჩარხული საქმე. მოკლედ კლუბში ისეთი ხალხი მოვიდა ძნელია ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი
Shevchenko 14 ივნისი 2019 17:11
ციტატა: Nero
ამდენი ხნის მანძილზე მართლა ძალიან გამახარა ამ სიახლემ.. ბობანი მართლა უკვე გამოცდილია ამ საქმეში და მჯერა მაგის 100%-ით.. ნუ მალდინის ამბავი ისეც გადაწყვეტილი იყო.. ფორცა მილან! forza

ჰო მეც რაღაც იმედი გამიჩნდა, ძალიან დიდი იმედი
Nero 14 ივნისი 2019 17:06
ამდენი ხნის მანძილზე მართლა ძალიან გამახარა ამ სიახლემ.. ბობანი მართლა უკვე გამოცდილია ამ საქმეში და მჯერა მაგის 100%-ით.. ნუ მალდინის ამბავი ისეც გადაწყვეტილი იყო.. ფორცა მილან! forza
Shevchenko 14 ივნისი 2019 17:00
კი ვიცოდით, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა. ბობანის სიტყვებმა კიდე მაგრად გაასწორა, რომ ამ ფერებს ვერასდროს ეტყვი უარს. არ მგონია, რომ ამ სიტყვების ავტორი გუნდში იმიტომ მოვიდეს რო კაი ხელფასი შესთავაზეს (არანაკლები ექნებოდა ფიფაში), არც ის მგონია რომ უფრო თესლ პოზიციაზე მოვიდა, ვიდრე აქამდე იყო. მგონია რომ უყვარს ეს ფერები და უყვარს ეს გუნდი, რომელშიც ამდენი წელი გაატარა და ამ სიყვარულს კარგი პროექტის ფარგლებში საქმით გამოხატავს. შესაბამისად, ისევ პოზიტიურად ვარ განწყობილი გუნდის მომავლის მიმართ.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image