ჯამპაოლოს "მილანში" ტორეირას ხილვა სურს

image

"მილანი" მზადაა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკო ჯამპაოლო დანიშნოს, ხოლო სპორტული დირექტორის პოსტზე ფრედერიკ მასარა, რის შემდეგაც სატრანსფერო კამპანიაზე ზრუნვა შეეძლებათ.

"Tuttomercatoweb"-ის ინფორმაციით, ჯამპაოლოს გუნდში ლუკას ტორეირას ხილვა სურს, რომელიც გასულ ზაფხულს მისი "სამდორიადან" შეუერთდა ლონდონის "არსენალს". მიუხედავად ამისა, ურუგვაელის დარწმუნება რთული იქნება, რადგან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ამას ემატება ის ფაქტიც, რომ "მეთოფეების" გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია.

ტორეირამ გასულ სეზონში "არსენალის" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი, ხოლო თანაგუნდელებს ხუთჯერ გაატანინა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევროა და შესაძლო ტრანსფერზე მანამ არ დაიწყება მოლაპარაკებები, სანამ "როსონერი" ფეხბურთელების გაყიდვიდან საჭირო თანხას არ გამოიმუშავებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

ტვინი რო ქონდეს წამოვა, რა უნდა არსენალში. გუნდში რომელსაც არასოდეს ექნება პრეტენზია დიდი მიზნების.
Fenomeno10 12 ივნისი 2019 11:34
ტორეირას ტრანსფერი იქნება იდეალური მილანისთვის აი დაგვხატავდა მაგრამ მეეჭვება წამოვიდეს
ისე არაა ჩემი მტერი ტორეირა არ მოვიდეს ინგლისიდან

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image