ლეონარდომ "მილანის" დატოვებამდე სამი ტრანსფერი შეათანხმა

image

სტეფანო სენსის გარდა "მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კიდევ სამი ტრანსფერი შეათანხმა. "Calciomercato"-ს მტკიცებით, პაკეტასა და პიონტეკის ტრანსფერების შემდეგ, ბრაზილიელი უქმად არ ყოფილა.

ლეომ ბრაზილიის ნაკრების მარცხენა გარემარბის, ევერტონ სოარეშის ტრანსფერი დახურა. "გრემიოსთან" და თავად ფეხბურთელთანაც ყველაფერი შეთანხმებულია. "მილანმა" ასევე ჯენტლმენური შეთანხმება მიაღწია "ბარსელონასთან" მალკომის თაობაზე. სამხრეთ ამერიკელი გარემარბი "როსონერის" არენდით წესით, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით უნდა შეერთებოდა.

მესამე ტრანსფერი კი ჯორდან ვერეტუტი იყო, რომელიც ბაკაიოკოს შემვლელად განიხილებოდა და "ფიორენტინასთან" თითქმის ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა.

რა ელის ამ ტრანსფერებს? სენსის ლომბარდიულ გრანდში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილია. ვერეტუტთან კავშირი ჩაიშალა და ფრანგი საყრდენი დიდი ალბათობით "ნაპოლიში" გადავა. რაც შეეხება ევერტონსა და მალკომს, მალდინი და ახალი სპორტული დირექტორი მწვრთნელთან შეთანხმებით ერთად გადაწყვეტენ არის თუ არა მათი "შავ-წითელ" მაისურში გამოწყობა საჭირო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 7

Ragnar 8 ივნისი 2019 14:41
ციტატა: zurius
Adnan Januzaj ყიდვა უნდა მილანსო რუსული საიტი წერს და გაგიგიაათ რამეე?

მანჩესტრ უნაიტედის ყოფილი ფეხბურთლია.ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებნენ და კარგადაც გამოიყურებოდა ადრე,მაგრამ ახლა საშუალო დონის ფეხბურთელია და არამგონია მილანი გააძლიეროს.იმედია უკეთესი ხალხით დაინტერესდებიან.
zurius 8 ივნისი 2019 13:18
Adnan Januzaj ყიდვა უნდა მილანსო რუსული საიტი წერს და გაგიგიაათ რამეე?
superkaka22 8 ივნისი 2019 13:16
ევერტონის თამაში რაც ნანახი მაქვს არ მომეწონა, პირადად ჩემთვის მსგავსი სტილი მისაღები არ არის, მალკომი კაი ვარიანტია, ბარსაში ტყუილად არავინ მიიყვანდა და რაც ვნახე.მისი თამაშები მათ შორის რეალთან ყველგან მომეწონა სწრაფი ფიზიკურად ძლიერი და მოძრავი ბიჭია, ვერტუტი არ ვიცი და მგონი არც არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, გაამართლა ბაკაიოკომ და გამოისყიდონ თან 35 მილიონი არაა ის თანხა რო ვერ გადაიხადონ, მაგრამ ეს კაცი რასფიქრობს არ ვიცი რა 4-3-1-2 აუტყდა, ამ წყობაში ორი თავდამსხმელი გინდადა კარგი გამთამაშებელი, პირადადმე ძალიან მომწონს 10 ნომრითთამაში და ეგეთი 10 ნომერი ერიკსენია მაგრამ.............
william265 8 ივნისი 2019 13:13
ციტატა: პაპა კარლო
4-3-1-2 მარტო მილანი ითამაშებს მსოფლიოში დდდდ. მეორე ფორვარდიც საყიდელია კუტრონე სილვა პიონტეკი ერთი სტილია სხვადასხვა მახასიათებლებით



ბერლუსკონი მაგ ამბავს რო გაიგებს უწყვეტი ორგაზმი დაემართება galliani galliani galliani
ორი ფორვარდით შეიყო როჟამ ყველა ტრენერთან galliani
4-3-1-2 მარტო მილანი ითამაშებს მსოფლიოში დდდდ. მეორე ფორვარდიც საყიდელია კუტრონე სილვა პიონტეკი ერთი სტილია სხვადასხვა მახასიათებლებით
Fenomeno10 8 ივნისი 2019 12:26
აუ არადა ევერტონი და მალკომი მართლა კარგი ტრანსფერები იქნებოდა
ჯანპაოლ გარემარბებით არ ყომარობს და ალბათ არ მოვლენ არადა დღევანდელ ფეხბურთში გარემარბი დიდ როლს თამასობს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image