ჩეფერინი: "ფინანსური ფეარ ფლეის წესებს შევცვლით"

image

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ "Daily Mail"-თან ინტერვიუში რეგულაციებზე ისაუბრა და უმეტესად ფინანსურ ფეარ ფლეიზე გაამახვილა ყურადღება, რაც "მილანის" შემთხვევაშიც აქტუალური საკითხია.

"ფინანსურ ფეარ ფლეის ევროპისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წესებში ცვლილებები აუცილებლად შესატანია. გუნდებმა არ უნდა დახარჯონ ზედმეტი, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ."

"მოიხსნება თუ არა "სიტი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან? არ ვიცი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა კლუბი უფრო მდიდარია თუ ნაკლებად მდიდარი, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციები ყველას მოელის."

"უეფა ფინანსური ფეარ ფლეის რეფორმას განახორციელებს, რათა ევროპაში ახალი ბალანსი შეიქმნას. ჩვენ გვინდა, რომ ყოველმა კლუბმა თავისი სრული პოტენციალი გამოავლინოს."
- განაცხადა ჩეფერინიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 3

zurius 3 ივნისი 2019 14:03
სატრანსფერო თანხაზე არაა საკმარისი ლიმიტის დადება, საფეხბურთო აგეტენტებმა განაპირობეს ზოგადად ფასების ასეთი კატასტროფული ზრდა, მაგათზეც უნდა გავრცელდეს უმკაცრესი რეგულაციები, ამხელა საშუამავლოებს და პრემიებს რომ ირებენ ათეულობით მილიონებს ერთ ტრანსფერში. ესენი არიან პირველი თაღლითები.
აუცილებლად უნდა იყოს ფაირ ფლეის წესები, ოღონდ ისეთი კორუფციული არა როგორც ეხლაა, ვისაც უნდათ ძირავენ, ვინც გადაიხდის იმას მიუშვებენ, როგორც სიტი და პსჟ, ტიპებს 2-3 წელიწადში მილიარდი ევრო აქვთ დახარჯული და რა?
ასევე ლეგიონერების ლიმიტზეც უნდა იყო წესები, ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში ინტეგრაიაზეც და კლაუსულას სისტემა სერთოდ ამოსაგდებია, ეგ გაიძვერა აგენტების მოგონილია ხელფასების და თავიანთი დივიდენდების მანიპულაციებისათვის.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ უეფა არ ეხმარება ან ნაკლებად ეხმარება მეორე, მესამე და მეოთხე ეშელონის ცემპიონატებში ფეხბურთის განვიტარებას და საერთოდ ფეხბურთი კარგავს სპორტისათვის დამახასიათებელ ღირსებას, ტრადიციებისადმი პატივისცემას და მის (სპორტის) მთავარ მიზანს რომ ჯანსაღი და სწორი ცხოვრების წესის აგიტაცია მოახდინოს ქვეყნებში და არა მაფიოზობის და მილიარდელობის ოცნებების...
კიდევ ტოტალიზატორის უმძიმესი ფაქტორი, უკანონო გარიგებები არამარტო მატჩებთან დაკავშირებით, კორუფცია და ბინძური პოლიტიკა.....
და კიდევ უამრავი პრობლემა, რომლებზეც წერა მეზარება, თქვენც ძაან კარგად იცით...
koka
koka 3 ივნისი 2019 12:32
ციტატა: გასპარე ასპანუ პიშოტა
სური ფერა ფლეის რეფორმას განახორციელებს, რათა ევროპაში ახალი ბალანსი შეიქმნას. ჩვენ გვინდა, რომ ყოველმა კლუბმა თავისი სრული პოტენციალი გამოავლინოს." - განაცხადა ჩეფერინიმ.

გეთანხმები მაქსიმალური ზღვარი უნდა დააწესონ ზოგადად 1 ფეხბურთელზეც, ხელფასზეც და ტრანსფერების რაოდენობაზე. მერე არ გადავლენ ფეხბურტელები ხელფასის ხათრით, ფულიანი გუნდები ყველა ტალანტს არ დაითრევენ და უფრო სამართლიანი იქნება
მაქსიმალური სატრანსფერო თანხა 100 მილიონი რომ იყოს მშვენიერი იქნება.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image