მენდეშმა "მილანს" სანტოს კანდიდატურა შესთავაზა

image

"Tuttomercatoweb.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა სუპერ აგენტმა ხორხე მენდეშმა "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი თანამემამულის, ნუნო ესპირიტო სანტოს კანდიდატურა შესთავაზა.

სანტო წარსულში "პორტოსა" და "ვალენსიას" დამრიგებელი იყო, 2017 წლიდან კი ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" წვრთნის. პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "მგლები" პრემიერ ლიგაში დააწინაურა და აწ უკვე დასრულებულ სეზონში საკმაოდ მისაღები შედეგიც დააფიქსირა.

ივან გაზიდისი ამ შეთავაზებას აუცილებლად განიხილავს და შეიძლება ითქვას, რომ სიმონე ინძაგისთან და მარკო ჯამპაოლოსთან ერთად, სანტოც "მილანის" მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 7

Ragnar 1 ივნისი 2019 17:16
არაა მარტივი ჩემპიონშიპიდან ამოიყვანო გუნდი და პირველივე სეზონში მეშვიდე ადგილზე გახვიდე.მითუმეტეს ეს პრემიერ ლიგაა და არა სერია ა,თან წელს პრემიერ ლიგის გუნდების აშკარა უპირატესობ ა გამოიკვეთა და ასეთ რთულ ჩემპიონატში არა მარტივი ასეთი სეზონის დადება,მითუმეტეს ევერტონი რომელიც მისი კონკურენტი იყო უკეთესი შემადგენლობა ყავს და მაინც კარგად გაართვეს თავი.მე მივესალმები ამ კაცის მოსვლას,ინძაგისა და ჯამაოლზე მეტი ნამდვილად აქვს დამტკიცებული,თან კარგად შეესაბამება მისი ფილოსოფია იტალიურ ფეხბურთს და უფრო მარტივად აუღებს ალღოს იტალიურ გარემოს.
DEMEGOGAILIA
DEMEGOGAILIA 31 მაი 2019 22:55
rac ki vinmeze daiwera yvelas jobia!!!
JAO_MILAN 31 მაი 2019 22:06
საშუალო დონე, სიმონე ინძაგი მოიყვანონ ჯამპაოლის და სანტოშის მაგივრად, ამ სამიდან ყველაზე ძლიერია
Leoni 31 მაი 2019 21:16
წარმატებები რათქმაუნდა აქვს ამ კაცს.. მაგრამ მე მაინც უფრო გამოცდილს ჩავაბარებდი მილანს...მითუმეტეს თუ აქცენტრი მარტო ახალგაზრდებზე გადააქვს კლუბს, ალბათ უფრო ავტორიტეტილი კაცია მოსაყვანი...
Arigo 31 მაი 2019 20:12
კარგი მწვრთნელია, თუმცა ამ ეტაპზე ჟარდიმის კანდიდატურისაკენ უფრო ვიხრები
მე არ მომწონს ეს მწვრთნელი. არავისთან ბურთი არ ეჭირა ვულვზს და ყველასთან კონტრაზე თამაშობდა. ნუ ძალიან კარგად აკეთებდა ამ ყველაფერს მაგრამ მაინც. არც ინძაგი მინდა და არც ჯამპაოლო, არც მოურინიო. მგონი ყველა ვარიანტს კიდევ დი ფრანჩესკო ჯობია. ვენგერის მოსვლა საინტერესო იქნებოდა სადაც ამდენი წელი ვართ ნეხვშ კიდევ ერთი წელი გავძლებთ თუ ვერ გაამართლებს მაგრამ თვითონ არ მოვა. იქნებ გაზიდისმა მაინც გამოიყენოს ნაცნობობა და იჩალიჩოს არსენაზე
jackbona
jackbona 31 მაი 2019 20:02
კარგი მწვრთნელია მე მესიმპატიურება, ახალგაზრდებთან მუშაბაც იცის და გუნდსი აწყობაც, პირველივე პრემიერლიგის სეზონში გუნდი ევროპალიგაზე გაიყვანა.
მოკლედ ამ ეტაპზე მაინც 3 მწვრთნელი გაინიხილება მოურინიო,ინძაგი,ჯამპაოლო
მოკლედ წელს ხელმძღვანელობამ რამე უნდა გააკეთოს თორე მომდევნო წლები საშინელება იქნება, ინტერი საოცრად გაძლიერდება ასევე ნაპოლი და იუვენტუსი სამივეს მაღალი კლასის მწვრთნელი ყავს დარჩენილია მეოთხე ადგილი და წესით რომამ და მილანმა უნდა იბრძოლოს, მოკლედ ძლიერი მწვრთნელი და კარგი ტრანსფერები !

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image